მაკრონი: საფრანგეთი არ იტყვის უარს დემოკრატიაზე და იბრძოლებს ტერორიზმის წინააღმდეგ

Tbilisi Daily

ისლამისტი ტერორისტების გამოხტომების მიუხედავად, ფრანგი ხალხი არ იტყვის უარს დემოკრატიულ ფასეულობებზე და გააგრძელებს ტერორიზმთან ბრძოლას, - ამის შესახებ ნათქვამია საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის წერილში, რომელიც გამოცემა Financial Times-ში გამოქვეყნდა. „საფრანგეთს თავს დაესხნენ ისლამისტი ტერორისტები, ვინიადან ჩვენი ქვეყანა აზრის გამოხატვისა და აღმსარებლობის თავისუფლების განსახიერებაა. ჩვენი სადაზვერვო და სამართალდამცავი ორგანოები ყოველწლიურად ათობით თავდასხმის პრევენციას ახდნენ და ამისთვის დიდ ფასს იხდიან. სახელმწიფო გააკეთებს ყველაფერს კანონის ფარგლებში, ჩვენ არ ვიტყვით უარს არც დემოკრატიაზე და არც კანონის უზენაესობაზე“, - წერს მაკრონი. მან ასევე გაამახვილა ყურადღება რადიკალური ისლამის იდეოლოგიის გავრცელების პრობლემაზე, რომელიც „ბავშვებს სიძულვილს ასწავლის და კანონის უგელებელყოფისკენ მოუწოდებს“. „არავის მივცემ უფლებას, ამტკიცოს, რომ საფრანგეთი ან მისი მთავრობა მუსლიმების მიმართ რასისტულ გამონათქვამებს უჭერენ მხარს. საფრანგეთი მუსლიმებისთვის ისეთივე სეკულარული ქვეყანა, როგორც ქრისტიანებისთვის, იუდევლებისთვის, ბუდისტებისთვის და ყველა სხვა აღმსარებლობის ადამიანისთვის“, - აცხადებს მაკრონი. საფრანგეთში განხორციელებული თავდასხმების სერიის შემდეგ, ქვეყანაში უსაფრთხოების ზომები გამკაცრებულია