ბოლო მომენტამდე ველოდეთ ვენეციის კომისიას - კახიანი
Pirveliradio Ge
,,ქართული ოცნების" ლიდერი, გიორი კახიანი ვოლსკი მოსამართლეების არჩევის საკითხზე ევროკავშირის კრიტიკულ განცხადებას ეხმაურება და ამბობს რომ რომ "ბოლო მომენტამდე ელოდნენ" მათ.
"ბოლო მომენტამდე ჩვენ ველოდებოდით ვენეციის კომისიის დასკვნას, თუმცა გვესმის, რომ დასკვნის მომზადებას გარკვეული დრო სჭირდება, ერთი მხრივ. მეორე მხრივ, ჩვენ ეს კანონპროექტი მივიღეთ პლენარული სხდომების ბოლო დღეს. ანუ, იმის მერე, ფაქტობრივად, პლენარული სხდომები არ იმართება.
ეს მოწვევის პარლამენტი შესაძლებელია პლენარულ სხდომაზე აღარ შეიკრიბოს, იმიტომ, რომ მოგეხსენებათ, არჩევნებამდე ერთი თვით ადრე პლენარული სხდომები არ ტარდება. ანუ, ფაქტობრივად, ჩვენ მივიღეთ ბოლო დღეს. აქედან გამომდინარე, საკითხი ასე იდგა, რომ ან არ უნდა მიეღო ამ მოწვევის პარლამენტს ეს კანონპროექტი, ან უნდა მიგვეღო ისე, როგორც ეს გავაკეთეთ," - განაცხადა გიორგი კახიანმა.
გუშინ, 5 ოქტომბერს ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის პრესმდივანმა გაავრცელა განცხადება, რომ პარლამენტის მიერ 30 სექტემბერს მიღებული კანონი უზენაესის მოსამართლეების დანიშვნის პროცედურაზე "ხელიდან გაშვებული შესაძლებლობაა", ხელისუფლებას ხალხის მეტი ნდობა მოეპოვებინა მართლმსაჯულების მიმართ.