ზესტაფონის ბაზართან გზა ჩავარდა - დაშავებულია 4 ადამიანი

Tbilisi Daily

ზესტაფონში, ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე გზა ჩავარდა. შემთხვევის შედეგად 4 ადამიანი მსუბუქად დაშავდა. არსებული ინფორმაციით, მათ მცირე დაზიანებები აღენიშნებოდათ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 170-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც შრომის დაცვის წესის დარღვევას გულისხმობს.