ბრაზილიაში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 140 ათასს გადააჭარბა

Tbilisi Daily

ბრაზილიის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, გასული დღე-ღამის განმავლობაში, ქვეყანაში კორონავირუსის 31 911 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 729 ადამიანი კი გარდაიცვალა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ბრაზილიაში კორონავირუსის 4 689 613 შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 140 537 ადამიანი გარდაიცვალა. ქვეყნის ჯანდაცვის სამნისტროს ცნობით, ინფიცირებულთა სიკვდილიანობის მაჩვენებელი 3%-ს შეადგენს. ქვეყანაში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დადასტურდა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით. 21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.