2 ადგილი, სადაც ყოველთვის სასიამოვნოა სტუმრობა

ByMonicaGeorgia
9
რადგან ხვალ პარასკევია და შესაძლოა, ჯერ კიდევ არ იცოდე, სად გაატარო დრო ნაყოფიერად, გიზიარებ, ორ, უაღრესად სასიამოვნო და საინტერესო ადგილს. თან, თუ ჩემსავით უგემრიელეს ქართულ კერძებზე ნადირობ და თბილისში საუკეთესო ლოკაციებს ეძებ განტვირთვისთვის, ჰო, ზუსტად ეგაა, რაც გაიფიქრე - სწორ ბლოგს სქროლავ. 

1. იასამანი

რა გელოდებათ იასამანში - უგემრიელესი ქართული სამზარეულო და კოქტეილები.
მდებარეობს თბილისის უძველეს უბანში, სოლოლაკში. თეთრი მაგიდის თეთრეულისა და კედლებზე გახეხილი საღებავის კომბინაცია იმდენად აბსოლუტურად „თბილისურია“, რომ ვერ წარმომიდგენია კულინარიული გამოცდილება, რომელიც ამ ადგილზე უკეთ უყრიდეს თავს ადგილობრივი კერძების მთელ მუხტს.
კურირებული მენიუ ხაზს უსვამს სეზონურ პროდუქტებს და რეგულარულად იცვლება. ბარში კი ქალაქის საუკეთესო კლასიკურუ კოქტეილები მზადდება.
მომავალშიც, იასამანი ვფიქრობ იქნება ადგილი , სადაც ყოველთვის გესიამოვნებათ მისვლა
ლადო ასათიანის ქუჩა 33, თბილისი, თბილისი რეგიონი

2. მწერალთა ბარი

ბარი თბილისში, ქიაჩელის №28 ნომერში მდებარეობს. ადგილის კონცეფცია და დიზაინი დაკავშირებულია საქართველოში პირველ ფუტურისტულ-დადაისტურ ჟურნალთან. ბარის ინტერიერი სრულად გაფორმებულია სწორედ ამ ესთეტიკით.  
განსხვავებული გარემო, სასიამოვნო დიალოგები ლიტერატურაზე და ცისფერ ყანწში ჩამოსხმული კოქტეილის დაგემოვნება - ნამდვილად არ ჟღერს ორდინალურად. 
აბა, ხვალ პარასკევია და რას აპირებ?
ByMonicaGeorgia
9