2 იანვარი

Byკალენდარი ფიდსზე | Calendar on FeedcGeorgia1 Jan, 2022
10
🌙🌙🌙🌙 ახალმთვარეობა, მთვარის პირველი ფაზა.

2 იანვარს დაბადებულები

ამ დღეს დაბადებულებში სიმშვიდე, ნებისყოფა და სიმტკიცე ჰარმონიულად თანაარსებობს. ესენი არიან მტკიცე და მიზანსწრაფული, სულიერად მდიდარი და ნიჭიერი ადამიანები. არიან ემოციურები და ამავე დროს, ზედმეტი ემოციების შეკავების ძალაც აქვთ. ბუნებით კეთილი და მხიარული ადამიანები არიან, ცხოვრების გზას ადვილად იწყებენ და წარმატებაც თან სდევთ. ახლობლებს 2 იანვარს დაბადებულები საიმედოობისა და მხარში ამოდგომის, გულუხვი სულისა და სიკეთის გამო უყვართ. წარმატება ელოდებათ ფინანსებშიც. მათი ოჯახური ცხოვრებაც ბედნიერებითა და კეთილდღეობით არის სავსე.
2 იანვარს დაბადებულებს უზომო სერიოზულობა და საკუთარი თავის მიმართ მომთხოვნელობა ახასიათებთ. ისინი ერთხელ მონიშნავენ ზედა ზღვარს და ამით ამაღლებენ საკუთარ თავდაჯერებულობას. თანდაყოლილი ენერგეტიკა და პიროვნული ფასეულობები მათ აიძულებს, გამუდმებით უმტკიცონ სხვებს ან საკუთარ თავს, რომ ეს პიროვნული ღირსებები ნამდვილად არ აკლიათ. ამიტომ ყოველ ჯერზე მათი ზედა ზღვარი კიდევ უფრო მიუწვდომელი ხდება, ხოლო მისი მიღწევის ვადა - შემჭიდროებული. ხანდახან გვეჩვენება, რომ ისინი ექსტრემალური პირობების ხელოვნურ მოდელირებას ახდენენ და მიზნის მიღწევის პროცესში, თუნდაც ეს მიზანი არცთუ სერიოზული იყოს, თავს არც ერთი წამით მოდუნების უფლებას არ აძლევენ. სამართლიანი იქნება, თუ 2 იანვარს დაბადებულებს შრომის მანიით შეპყრობილებს ვუწოდებთ.
როგორც წესი, ისინი ეფექტურად გუნდში მუშაობენ; არიან კეთილსინდისიერი შემსრულებლები, ნებისმიერ დავალებას პასუხისმგებლობით ეკიდებიან. საპენსიო ასაკის მოახლოებას კატასტროფის მსგავსად აღიქვამენ, რომელსაც შედეგად თავისი პოზიტიური მომენტებიც მოაქვს თავისუფალი დროისა და თავისუფალი ქმედებების სახით. 2 იანვარს დაბადებულებს შემოქმედებითი პოტენციალი გააჩნიათ, შეუძლიათ მოღვაწეობა ხელოვნების სფეროში, რომელიც თავისუფალ გრაფიკსა და დროის დამოუკიდებელ დაგეგმვას გულისხმობს. თუმცა, უწოდო მათ შემოქმედებითი პიროვნებები - რთულია, უფრო დახელოვნებული ხელოსნები არიან, რომლებიც თავიანთ საქმეს გრძნობით, კეთილსინდისიერად და ხარისხიანად ასრულებენ.
წარმოსახვა ამ დღეს დაბადებულებს ნამდვილად შესაშური აქვთ, თუმცა, უფრო წარმატებული იქნებიან იმ სფეროებში, სადაც მკაფიოდ არის ჩამოყალიბებული ტექნიკური ამოცანა თავისი მიზნებითა და შედეგებით. იშვიათად თუ დათანხმდებიან დავალებას, რომელიც მათ ძალას აღემატება. შედეგების მიღების წინ არ ახასიათებთ პათოსი და გაზვიადება.
2 იანვარი ბედობა დღეა
2 იანვარს, ახალი წლის მეორე დღეს საქართველოში ბედობა აღინიშნება. ეს დღე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებშიც დღესასწაულია, თუმცა მას ისეთი დატვირთვა არ აქვს, როგორც ჩვენთან.
საქართველოში 2 იანვარი საკრალურ მნიშვნელობას იძენს და ადამიანებს სჯერათ, რომ თუ დღეს სასიამოვნოდ გაატარებენ, თუ სასიამოვნო მოვლენებს დაიბედებენ მთელი წელი ბედნიერი და წარმატებული ექნებათ.
ჩვენს წინაპრებს სჯეროდათ, რომ ამ დღეს აუცილებელია კარგ განწყობაზე ყოფნა, არ უნდა უნდა მისცეთ საკუთარ თავს უხასიათოდ ყოფნის უფლება, უნდა გაიღიმოთ, სხვებსაც გაუღიმოთ, დრო სასიამოვნო გარემოში გაატაროთ, დაიბედოთ მხიარულება და ის საქმეები, რომელბიც ბედნიერებას განიჭებთ.
მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში, მართალია, 2 იანვარს ბედობის დატვირთვა არ აქვს, მაგრამ ის უქმე დღეა და უმეტეს ქვეყანაში ადამიანები საახალწლო ზეიმს აგრძელებენ, თუმცა არის ისეთი ქვეყნებიც, სადაც 2 იანვარს ახალი წლის დღესასწაული გარდა, სხვა დატვირთვაც აქვს.
მაგალითად, 2 იანვარს ჰაიტიზე გმირებისა და წინაპრების დღეს აღნიშნავენ და მათ სხვადასვა რიტუალებით პატივს მიაგებენ.
შოტლანდიელებიც განსაკუთრებით აღნიშნავენ ამ დღეს, თუმცა ისინი არ მიიჩნევენ, რომ ეს დღე ბედობის დღეა. 2 იანვარი შოტლანდიაში ოჯახის დღეა. თუ პირველ იანვარს ოჯახი ერთად ვერ იკრიბება, ცდილობენ, რომ 2 იანვარი აუცილებლად ერთად გაატარონ.
ბჰუტანში კი, 2 იანვარს ზამთრის მზის დღესასწაული აქვთ და მას განსაკუთრებით ხვდებიან. ატარებენ ტრადიციულ სადღესასწაულო რიტუალებს.
მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს:
იოანე კრონშტანტელის ხსენების დღეს. მას ეკუთვნის სიტყვები
“ლოცვა სულის სუნთქვას”
“გახსოვდეთ, ღვთის სასუფეველში შემავალი კარიბჭე ჩვენი მიწიერი, ამქვეყნიური სამშობლო და ეკლესიაა, ამიტომ მხურვალედ გიყვარდეთ და სიცოცხლეს ნუ დაიშურებთ მისთვის.”                                
წმიდა იოანე კრონშტადტელი
წმინდა დანიელის ხსენების დღეს.

დღის დაკითხავი:

"რაც გვემატება წლები, მით უფრო გონიერები ვხდებით, რომ საათი, რომელიც $30 ღირს და საათი, რომელიც $300 ღირს, ერთსა და იმავე დროს აჩვენებს."
"150 000 $-იანი ავტომანქანით ვივლით, თუ 5 000$-იანით, გზა და მანძილი ერთნაირია და დანიშნულების ადგილამდე ორივე მიგვიყვანს."
"თქვენი ნამდვილი შინაგანი ბედნიერება მატერიალური ნივთებიდან არ გამომდინარეობს....
რა მნიშვნელობა აქვს პირველი კლასით მიფრინავ თუ ეკონომ-კლასით, თუ თვითმფრინავი ვარდება..."
"თქვენ ბედნიერი ხართ მხოლოდ მაშინ, თუ გყავთ მეგობრები, რომლებიც გიგებენ, რომლებსაც უყვარხართ და რომლებთანაც შეგიძლიათ გულწრფელად დაიცალოთ!"
"ნუ აღზრდით შვილებს ისე, რომ იყვნენ მდიდრები. აღზარდეთ ისინი ისე, რომ იყვნენ ბედნიერები... როცა ისინი გაიზრდებიან, ეცოდინებათ საგნების ფასეულობები და არა ფასები."

სტივ ჯობსი

ამ ბედობა დღეს მინდა გისურვოთ ბედნიერება და სიხარული დაგბედებოდეთ.🌟🌟🌟🌟🌟🌟
Byკალენდარი ფიდსზე | Calendar on FeedcGeorgia1 Jan, 2022
10