2 ოქტომბრის კალენდარი…

11
🌙🌖 მთვარის მეცხრე დღე, მეორე ფაზა🌖გრიგორიანული კალენდარის 275-ე დღე. წლის დასრულებამდე დარჩა 90 დღე.

როგორი ადამიანები დაიბადნენ ორ ოქტომბერს:

2 ოქ­ტომ­ბერს და­ბა­დე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი, მომ­ხიბ­ვლე­ლე­ბი და უზო­მოდ ქა­რიზ­მა­ტუ­ლე­ბი არი­ან. მათ ახა­სი­ა­თებთ სა­ზო­გა­დო­ე­ბა შოკ­ში ჩა­აგ­დონ სა­კუ­თა­რი ქმე­დე­ბით ან აზ­რე­ბის ერ­თობ თა­ვი­სუფ­ლად გა­მოთ­ქმის უნა­რით. ხში­რად ამ ხალ­ხს თან სდევს დიდი პო­პუ­ლა­რო­ბა, თუმ­ცა­ღა ზოგ­ჯერ მათი ეს პუ­პუ­ლა­რო­ბა სკან­და­ლებ­ზეა დამ­ყა­რე­ბუ­ლი და რე­ა­ლუ­რად მათ­თვის ბევ­რი და­ვი­და­რა­ბის მო­ტა­ნა შე­უძ­ლია.

ვინ დაიბადა?

ქართველი მწერალი რეჟისორი გიდერძი ჩოხელი.
მაჰათმა განდი ინდოელი პოლიტიკური ლიდერი.
ბრიტანელი მომღერალი სტინგი.

მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს:

წმიდა მოწამე ზოსიმე მეუდაბნოე IV საუკუნეში ცხოვრობდა. ერთხელ, ნადირობის დროს, კილიკიის მმართველი დომენტიანე გადააწყდა ბერს, რომელიც მშვიდად და ალერსიანად საუბრობდა გარსშემორტყმულ მხეცებთან. მონადირეთა დანახვაზე მხეცები დაფრთხნენ და დაიფანტნენ. ბერს ჰკითხეს, ვინ იყო და ამ უდაბნოში რატომ ცხოვრობდა, მან კი მიუგო, ზოსიმე მქვია, ქრისტიანი ვარ და ქალაქში იესო ქრისტეს მტრების გვერდით ყოფნას ნადირებთან ცხოვრება მირჩევნიაო. დომენტიანე დაემუქრა: „თუ ნაზარეველს ეთაყვანები, ნაზარეთში სახალხოდ სასტიკად გაწამებ და ქრისტეს უარყოფასაც გაიძულებო“, შემდეგ კი წმიდანს ჰკითხა, რა ძალით ათვინიერებდა ველურ ცხოველებს. მოხუცმა მიუგო: „მე - ქრისტიანი ვარ და ყოველი სული ქრისტეს ემორჩილება“. უღმრთოებმა შეიპყრეს მაცხოვრის მსასოებელი მამა, ნაზარეთში წაიყვანეს და სასტიკი სატანჯველები დაატეხეს თავს. წმიდანი თავდაღმა დაკიდეს, კისერზე დიდი ლოდი გამოაბეს და რკინის ჩანგლებით სხეულის ჯიჯგნა დაუწყეს. ჯალათები მარტვილს ეუბნებოდნენ: „თუ მხეცებიც გემორჩილებიან, რომელიმე მათგანს უბრძანე, აქ გამოცხადდეს, მაშინ ჩვენც ვირწმუნებთ შენს ღმერთს“. ზოსიმე ლოცვით შეევედრა უფალს და უეცრად წამების ადგილას უზარმაზარმა ლომმა მოირბინა. ყველანი შეძრწუნებულნი დაიფანტნენ, ლომი კი წმიდანს მიუახლოვდა და მის კისერზე გამობმული ლოდი აღუმსუბუქა. მმართველმა ზოსიმეს სთხოვა, ნადირი დაეოკებინა, ჯალათებს კი წმიდანის ჩამოხსნა უბრძანა, რომ იგი იმპერატორთან წაეყვანა, მაგრამ ზოსიმემ წმიდა სული იქვე შეჰვედრა უფალს (წმ. ზოსიმეს ხსენება 4 იანვარსაც აღესრულება).

დღის საკითხავი:

“სანამ ცოცხალი ხარ, არ მოკვდები და თუ მოკვდი მერე აბა რისიღა უნდა გეშინოდეს. სიკვდილს იქით ხომ კიდევ უფრო დიდი სიცოცხლეა”...

გოდერძი ჩოხელი

“მე მომწონს ქრისტე, მაგრამ მე არ მომწონს ქრისტიანები, რადგან ისინი ძალიან განსხვავდებიან ქრისტესგან.”

მაჰათმა განდი

მშვიდობიან კვირა დღეს გისურვებთ❤️💖🙏
11