2 საინტერესო ფაქტი ანტარქტიკის შესახებ

5
ფაქტები ანტარქტიკაზე | ნაწილი პირველი 🧊

✦ არავინ ფლობს მას, მაგრამ ბევრი ადამიანი ცდილობს მისაკუთრებას.

იმისდა მიხედვით, თუ ვის ეკითხებით, ანტარქტიკა ყველა იმ ადამიანისა, თუ ათეული ქვეყნის საერთაშორისო ჯგუფების "მფლობელობაშია", ვინც მას სტუმრობს.
თუ ეს ყოველივე უკანონოდ და უწესრიგოდ გეჩვენებათ, მაშინ ძალიან შორს ხართ სიმართლისგან.
» ,,ანტარქტიკის კონვენცია, რომელიც თარიღდება 1959 წლიდან, განაგებს ყველა საქმიანობას კონტინენტზე,” - თქვა ჰენრი ბარგესმა, საგარეო და თანამეგობრობის ოფისში პოლარული რეგიონების დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, 2015 წლის ინტერვიუში.
,,კონვენცია აყალიბებს საერთაშორისო მმართველობის უნიკალურ და გლობალურად მნიშვნელოვან სისტემას და კონტინენტს განსაზღვრავს, როგორც რეგიონს მხოლოდ მშვიდობისა და მეცნიერებისთვის,” - განაგრძო ბარგესმა.
,,ასევე, იგი კრძალავს სამხედრო მოქმედებებს და უარყოფს ყველა სახის ტერიტორიულ პრეტენზიას."
თუმცა, საკმაოდ ბევრი ქვეყანაა, რომლებსაც სურთ, ვიფიქროთ, რომ მათ ანტარქტიკა აითვისეს.
» „მხოლოდ შვიდმა ქვეყანამ ოფიციალურად განაცხადა პრეტენზია ანტარქტიკის ნაწილებზე: ბრიტანეთმა, არგენტინამ, ავსტრალიამ, ჩილემ, საფრანგეთმა, ახალმა ზელანდიამ და ნორვეგიამ,“ - განმარტა ბარგესმა.
„1940-იან და 1950-იან წლებში, ბრიტანეთს, ჩილესა და არგენტინას შორის კონკურენტულმა პრეტენზიებმა, ანტარქტიკის ნახევარკუნძულის დაუფლების შესახებ, გამოიწვია საერთაშორისო დაძაბულობა."
მიუხედავად იმისა, რომ ანტარქტიკაზე პრეტენზია მხოლოდ რამდენიმე ქვეყანას აქვს, მსოფლიოს დანარჩენი ქვეყნები არაფრად აგდებენ ამ პრეტენზიებს, რაც კონტინენტს საერთაშორისოდ აქცევს.
არ უნდა დაგვავიწყდეს კონვენციაც, რომელიც მას იცავს.

✦ ეს არის ყველაზე დიდი, მშრალი, ქარიანი და ყველაზე ცივი უდაბნო მსოფლიოში.

როდესაც საუბარია უდაბნოზე, ძალიან მცირე შანსია, რომ პირველი, რაც გაგახსენდებათ იყოს "ყინული".
უდაბნოს განმსაზღვრელი მახასიათებელი ქვიშა და სიცხე კი არა, ნალექების ნაკლებობაა.
მოიცა, ანტარქტიკაზე ხომ ძალიან ბევრი ყინულია?
» „მიუხედავად იმისა, რომ ანტარქტიკას აქვს ბევრი წყალი ყინულის სახით, იქ არსებული დაბალი ტემპერატურა ყინულს ხელს უშლის თხევად წყლად გადაიქცეს, ზაფხულშიც კი,“ - განმარტა კრისტოფერ ბეირდმა, ფიზიკის ასისტენტ პროფესორმა.
„დაბალი ტემპერატურა ასევე ყინავს წყლის ორთქლს ჰაერიდან. შედეგად, ანტარქტიკა არა მხოლოდ უდაბნოა, არამედ ყველაზე მშრალი კონტინენტია მსოფლიოში“.
ანტარქტიკა მსოფლიოში სიდიდით მეხუთე კონტინენტია, რომელიც გადაჭიმულია დაახლოებით 13.7 მილიონ კვადრატულ კილომეტრზე.
იგი რეკორდსმენია: 1983 წელს, ჩვენს პლანეტაზე ოდესმე დაფიქსირებულს შორის, ყველაზე ცივი ტემპერატურა (-89, 2°C) აღინიშნა და დღესაც, ტემპერატურა ხშირად ეცემა -80 გრადუს ცელსიუსამდე.
ის ასევე ყველაზე ქარიანი კონტინენტია ამინდის უნიკალური პირობების გამო.
ანტარქტიკა ჩვეულებრივ გარშემორტყმულია დაბალი წნევის სარტყელით, რომელშიც დაბალი წნევის რამდენიმე ცენტრია.
კონტინენტის შიდა სივრცეში კი დომინირებს მაღალი წნევა.
ამ პირობების გაერთიანებით ვიღებთ "კატაბიტიკურ ქარებს" - ანტარქტიკის ყინულის ფენის ზედაპირზე მქროლავი ძალიან ცივი და მკვრივი ჰაერის შრეები, რომლებსაც გრავიტაცია იზიდავს.
შედეგად ვიღებთ ქარს, რომლის სიჩქარემაც შეიძლება გადააჭარბოს 100 კმ/სთ-ს, ზედიზედ რამდენიმე დღის განმავლობაში.
კონტინენტის ისტორიას 200 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარის ქარიც კი ახსოვს.

სტატიის მეორე ნაწილის თემები:

✦ კონტინენტი ძალიან ჰგავს მარსს;
✦ საოცრად რთულია მისი რუკის შედგენა;
✦ იგი იმაზე გაცილებით გვიან ან ადრე აღმოაჩინეს, ვიდრე გგონიათ.
მეორე ნაწილი დღის საათებში იქნება 🙌🏼
მომზადებულია IFLScience-ს მიხედვით.
5