20 ნოემბერი

15
მთვარის მესამე ფაზა🌘🌘🌗წლის დასრულებამდე დარჩა 41 დღე.
20 ნოემბერს დაბადებულები 🦂🦂🦂მორიელი სხვა ნიშნებისგან წინააღმდეგობრივი ხასიათით გამოირჩევიან. ისინი, ერთი მხრივ, იდეალისტი არიან, ხოლო მეორე მხრივ - შესანიშნავად ერკვევიან ადამიანის ბუნებაში, ხედავენ მის არსს. ამ დღეს დაბადებულები უმეტესად, მიმნდობი არიან, მაგრამ, ამასთან, მათი მოტყუება, პრაქტიკულად, შეუძლებელია.
ამ დღეს დაბადებულებს კომუნიკაციის უძლიერესი იარაღი - თავაზიანობა გააჩნიათ. მათთვის უარის თქმა რთულია. ამ ადამიანებს ეს მშვენივრად ესმით და იყენებენ კიდეც. ამასთან, ტაქტიანობა და დიპლომატიის ნიჭი მათ საშუალებას აძლევს, გარშემომყოფები დაარწმუნონ, რომ მათი დახმარება მხოლოდ თავიანთი ინიციატივაა და არა ამ დღეს დაბადებულების.
მორიელები 🦂🦂🦂🦂🦂🦂🦂🦂🦂სამართლიანობისთვის ცნობილი მებრძოლები არიან. ეს მათ პროფესიულ განვითარებას უშლის ხელს. კვალიფიკაციის ამაღლების ნაცვლად, ისინი დიდ დროს ხარჯავენ სამუშაოზე კონფლიქტების მოგვარებაში. ეს მათ კარიერულ სვლას მნიშვნელოვნად ამუხრუჭებს.
20 ნოემბერს დაიბადა ქართველი მწერალი მიხეილ ჯავახიშვილი:
“მაინც მუდმივ შენი თავის იმედი იქონიე, ისე იცხოვრე ვითომ ამ ქვეყნად არც მოვალე გყოლია და არც მშველელი.                             ” 
 მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს 33 მელიტინელ მოწამეთა დღეს:  — წმინდანი ოცდაცამეტნი მელიტინელი მოწამენი: იერონი, ისიხიოსი, ნიკანდრე, ათანასე, მამაი, ბარაქიოსი, კალინიკე, თეაგენე, ნიკონი, ლონგინოზი, თეოდორე, ვალერიუსი, ქსანთე, თეოდულე, კალიმაქე, ევგენი, თეოდოხე, ოსტრიქიოსი, ეპიფანე, მაქსიმიანე, დუკიტე, კლავდიანე, თეოფილე, გიგანტი, დოროთე, თეოდოტე, კასტრიკიოსი, ანიკიტე, თემელიოსი, ევტიქი, ილარიონი, დიოდოტე და ამონიტე. 
“ნუთუ მართლა გწამთ, რომ თუ ადამიანები თავიანთი სულის უკვდავების რწმენას დაკარგავენ, ბოროტება არამარტო ნებადართული, არამედ აღიარებული იქნება ყველაზე აუცილებელ და ყველაზე გონივრულ შედეგად ყოველი ურწმუნოს ყოფისა?                          
- დიახ, ამას ვამტკიცებდი. არ არსებობს ზნეობა, თუ არ არის უკვდავება.- ნეტარ ხარ, თუ ეს გწამთ, ანდა ძალიან უბედური!- რატომ უბედური?                              
- იმიტომ, რომ თავად არ გწამთ თქვენი სულის უკვდავება.- შესაძლოა, მართალი ხარ!... მაგრამ მე მთლად არ მიხუმრია...- მთლად არ გიხუმრიათ, ჭეშმარიტად ასეა.                            
ეს იდეა თქვენს გულს ჯერ არ გადაუწყვეტია და იტანჯება. მაგრამ ტანჯულსაც ზოგჯერ უყვარს სასოწარკვეთით თავის შექცევა სასოწარკვეთისავე გამო"–"ძმები კარამაზოვები" 
წინ უქმე დღეები გელით, გთავაზობთ უგემრიელესი მაფინიის რეცეპტს:
  • მშრალი საფუარი - 7 გრ 
  • რძე - 200 მლ 
  • კვერცხი - 2 ცალი 
  • ზეითუნის ზეთი - 1 სკ 
  • შაქრის პუდრა - 70 გრ 
  • კარაქი - 100 გრ 
  • ლეღვი - 6 ცალი 
  • ხორბლის ფქვილი - 250 გრ 
  • მწიკვი მარილი
გარეცხეთ ლეღვი და დაჭერით ნაჭრებად. გაადნეთ კარაქი და მოაყარეთ შაქრის პუდრა. კვერცხები სათითაოდ ჩატეხეთ კარაქში, მოურიეთ ყოველ ჯერზე. ჩაყარეთ ფქვილი, მარილი და საფუარი კვერცხის ნარევში, დაასხით რძე. ცომი სწრაფად მოზილეთ. გადაინახეთ ლეღვის 6 ნაჭერი. დანარჩენი ცომს დაუმატეთ და კვლავ აურიეთ.  მოათავსეთ ცომი კექსის საცხობ ფორმაში, დაადეთ ზემოდან ლეღვის ნაჭრები, წაუსვით ზეითუნის ზეთი. შედგით ღუმელში და გამოაცხვეთ 180 ° გრადუსზე, 25  წუთის განმავლობაში.
15