0
?Samsung და LG ხურავენ ქარხნებს სამხრეთ კორეაში
#TechCloud
#TechCloudNews
#Samsung
#LG
კორეული ბაზარი არის ერთ-ერთი წამყვანი სმარტფონების წარმოებაში, ისეთი კომპანიების დამსახურებით როგორიც არის Samsung და LG. თუმცა შესაძლოა მალე სიტუაცია კოორდინალურად შეიცვალოს, ვინაიდან ორივე კორეულმა ბრენდმა გადაწყვიტა დახუროს ქარხნები მშობლიურ ქვეყანაში. დღესდღეობით ბევრ კომპანიებს გადააქვთ საკუთარი წარმოება განვითარებად ქვეყნებში, სადაც პროდუქციის თვითღირებულება ბევრად უფრო მცირეა, ვინაიდან დანახარჯი სამუშაო ძალაზე ნაკლებია. ეს კეთდება იმისათვის, რომ სმარტფონის საბაზრო ფასი იყოს კონკურენტუნარიანი ჩინურ ბრენდებთან შედარებით(Xiaomi, Huawei, Oppo, Vivo ...). ამიტომაც LG Electronics-ი აპირებს დახუროს ქარხანა კიონგიდოს პროვინციაში(Gyeonggi Province) ამ წლის ბოლომდე. წარმოება კი გადატანილი იქნება ვიეტნამში. Samsung Electronics-ი აგრეთვე ამცირებს წარმოებას სამხრეთ კორეაში. ათი წლის წინ კომპანია აწყობდა 60 მილიონ სმარტფონს წელიწადში საკუთარ ქვეყანაში. დღეს ეს ციფრი შემცირდა 20 მილიონამდე. თუმცა ეს მხოლოდ სამხრეთ კორეაში. ჯამში მთელი მსოფლიოს ფარგლებში Samsung-ი აწყობს 300 მილიონ მოწყობილობას წელიწადში. აღსანიშნავია ის მომენტიც, რომ ბოლო პერიოდში სმარტფონების გაყიდვა მსოფლიო ბაზარზე ძალიან შემცირდა. ეს შეიძლება დავუკავშიროთ მობილური მოწყობილობების ბაზრის გაჯერებას. აქედან გამომდინარე მომხმარებლები აღარ ცვლიან საკუთარ მოწყობილობებს მაღალი სიხშირით.
0