დღევანდელ სამყაროში რთულია დასახულ მიზანს მიაღწიო გამბედაობის გარეშე.
📣გამბედაობა გვაძლევს ძალას ჩვენი შესაძლებლობების მაქსიმუმი გამოვავლინოთ, დავუმტკიცოთ საკუთარ თავსაც და სხვებსაც, რომ ჩვენ შეგვიძლია ოცნებების რეალობად გადაქცევა.
რატომ ვერ ვბედავთ?
❓შესაძლოა უამრავი მიზეზი არსებობდეს იმისათვის, რომ ვერ გავბედოთ და ვერ გადავდგათ ეს ნაბიჯი.ეს შეიძლება იყოს:
⚠უნდობლობა საკუთარი თავისადმი;
⚠საკუთარი თავის დადანაშაულება ყველაფერში;
⚠შიში იმისა, რომ უარს მიიღებთ;
⚠უკვე სცადეთ და არ გამოვიდა და ფიქრობთ ისევ ცდას აზრი არ აქვს;
⚠დიდხანს ფიქრობთ ამაზე და ამის შედეგად უამრავი მიზეზი ამოგიტივტივდებათ ხოლმე და თავს ანებებთ საბოლოოდ;
⚠მიგაჩნიათ, რომ თავისით მოგადგებათ შანსი და წარმატება კარს;
⚠სხვების მაგალითებს იშველიებთ, რომლებმაც გაბედეს არ გამოუვიდათ და დანებდნენ
#გამოსავალი
💯 თუ გინდათ, ჩაფიქრებული სურვილები რეალურად განახორციელოთ, ამისთვის აუცილებელია:
✅არ შეუშინდეთ იმას, თუ ვინ რას იტყვის;
✅არ ელოდოთ თუ როდის მოგეცემათ შანსი, ის თავად უნდა შექმნათ;
✅არ დანებდეთ არავითარ შემთხვევაში და მუდმივად ეცადეთ შექმნათ თქვენი მომავალი ცხოვრება;
✅არასდროს მოახდინოთ სხვის ცხოვრებასთან საკუთარი ცხოვრების შედარება, რადგან ყველას თავისი გასავლელი გზა აქვს ამ სამყაროში;
✅ნუ ყოყმანობთ დიდხანს, ამან შესაძლოა უამრავი მიზეზის წინაშე დაგაყენოთ და ეს შეიძლება დაბრკოლებადაც კი იქცეს, გადადგა გაბედული ნაბიჯი;
✅ენდეთ საკუთარ თავს, თუ საკუთარი თავისადმი ნდობა გაქვთ დაკარგული და თქვენი შესაძლებლობების არ გჯერათ, მინიმალურია შანსი გადადგათ ეს ნაბიჯი, ამიტომ გჯეროდეთ საკუთარი თავის;
✅შეიძლება გიჟადაც კი ჩაგთვალონ, რომ ისეთ რამეს აკეთებ, რაც სხვის წარმოდგენაში შეუძლებელიც კი იყოს, ყოველთვის ეცდებიან ხელი შეგიშალონ და იმოქმედონ ფსიქოლოგიურად შენზე, მაგრამ სწორედ ეს იქნება შენი მოტივაცია დაუმტკიცო საკუთარ თავს და სხვებსაც, რომ შესაძლებელია ნებისმიერი იდეის განხორციელება თუ ეს ნამდვილად გულით გინდა.
#დაბოლოს
🎯იცოდეთ, რომ არავის და არაფრის გამო არ უნდა დაიხიოთ უკან, რადგან როცა დანებდებით თქვენ ინანებთ ამას და არა ისინი, ვინც თქვენზე მოახდინა ზეგავლენა, რომ არ განგეხორციელებინათ თქვენი იდეა.
🧗თუ ნაბიჯი არ გადადგით და სულ მოლოდინის რეჟიმში იქნებით და ასე შეიძლება მთელი ცხოვრება გაგრძელდეს. ისე ვერაფერს მიაღწევთ, თუ არ იშრომეთ, არ იბრძოლეთ და არ გაბედეთ, რადგან წარმატება მხოლოდ ასე მიიღწევა.