ჩინეთის დიდი კედელი
ჩინეთის დიდი კედელი განუმეორებელი არქიტექტურული ძეგლია, მსოფლიოს ის საოცრებაა, რომელიც დღემდე ერთნაირად აოცებს მოგზაურებსაც და არქიტექტორებსაც. ის ჩინეთის სიმბოლო და მსოფლიოს ყველაზე გრძელი კედელია (5000 კმ) ის თანამედროვე „მსოფლიოს 7 საოცრება“-ში და იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაშია შეტანილი.
აკრძალული ქალაქი
აკრძალული ქალაქი ან სასახლე მუზეუმი, ერთ დროს სატახტო ქალაქი იყო, სადაც სამეფო კარი ცხოვრობდა და ჩვეულებრივი მოქალაქეები არ დაიშვებოდნენ. 8000 ოქროს სახურავიანი ოთახით, ის უძველესი ჩინური არქიტექტურის ძეგლია. აკრძალული ქალაქი მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან სასახლედ არის დასახელებული ვერსალთან, ბუკინგემის სასახლესთან, თეთრ სახლთან და კრემლთან ერთად. ფილმი სახელად “უკანასკნელი იმპერატორი” გადაიღეს სწორედ ამ ქალაქში, თანაც პირველად ისტორიაში, რეჟისორის თხოვნით.
მდინარე ლი გილლინში
ამ საოცარმა მდინარემ და მის გასწვრივ არსებულმა ბუნებამ ბევრი არტისტის გული და გონება დაატყვევა. მან მხატვრების და პოეტების თაობები შთააგონა.. დღეს ის ფოტოგრაფების საყვარელი ადგილია.
Reed Flute Cave
Reed Flute Cave-ი კირქვის მღვიმეა სადაც მრავალი სახის ქვები შეგიძლიათ იხილოთ, მათ შორისაა სტალაქტიდები, სტალაგმიტები და სხვა.
წითელი სანაპირო
ქალაქ პანცზინთან ახლოს მდებარეობს სანაპირო, ყოველ შემოდგომაზე წითელ ფერს იღებს. მეცნიერების აზრით ფერის ცვლილება წყალმცენარეებს უკავშირდება, რომლებიც შემოდგომაზე წითელ ფერს იღებენ.
ჰარბინი
ჰარბინი ყინულის ფესტივალითაა ცნობილი, რომელიც ყოველწლიურად ტარდება. თუმცა მისი მონახულება წელიწადის სხვა დროსაც საინტერესოა. ქალაქი რუსეთის ზეგავლენას განიცდის, მის „ძველ რაიონში“ შეგიძლიათ რუსული არქიტექტურის სტილში აგებული შენობები იხილოთ
#ჩინეთი
#მოგზაურობა
#აზია