საინტერესო ფაქტები ჩინეთზე

By?????Georgia
0

ჩინეთის დასავლეთ ნაწილში ათი საათის მერე თენდება

ქვეყანაში ერთადერთი დროის სარტყელი არსებობს, ქვეყნის დასავლეთ ნაწილში ათი საათის შემდეგ თენდება.

ხანშიშესული ადამიანების რეგულარული მონახულება სავალდებულოა/ოჯახს განსაკუთრებული ადგილი უჭირავს

ჩინეთში ხანშიშესული ადამიანების რეგულარულ მონახულებას მათ შვილებს კანონი ავალდებულებს. ჩინელი ხალხი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ოჯახსა და ოჯახის სტრუქტურას. ოჯახური შეხვედრები მნიშვნელოვანია ტრადიციული ფესტივალების დროს.

ჩინური ახალი წელი 15 დღე გრძელდება

ჩინელების ახალი წელი ჩინური კალენდრის წლის პირველი თვის პირველ დღეს იწყება და თვის მეთხუთმეტე დღეს სრულდება. მთელი ამ დროის მანძილზე კი იქ უამრავი ღონისძიება და ფესტივალი იმართება.

ჩინეთს ყველაზე დიდი სარკინიგზო ინფრასტრუქტურა აქვს

ცნობილია, რომ იქ არსებული რელსების სიგრძე ჩვენს პლანეტას ორჯერ დაფარავდა წრიულად.

ყოველ მეხუთე დღეს ჩინეთში ახალი ცათამბჯენი იხსნება

ჩინეთის ეკონომიკა ერთ-ერთი ყველაზე მზარდია მთელს მსოფლიოში და ალბათ არც არსებობს ადგილი, სადაც ყოველ მეხუთე დღეს ახალი ცათამბჯენი იხსნება.

2009 წელს ჩინეთში ფეისბუქი დაიბლოკა

ხელისუფლების გადაწყვეტილებით ჩინეთში 2009 წლიდან ფეისბუქი საერთოდ აღარ არსებობს. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ მათ საკუთარი სოციალური ქსელებიც გააჩნიათ.

ჩინური კალიგრაფია არის დაფასებული ხელოვნების ფორმა

ჩინური დამწერლობა და იეროგლიფები პატივსაცემი და დაფასებული ტრადიციული ხელოვნების ფორმაა, რომელმაც განაპირობა სხვა, მრავალი ჩინური ხელოვნების ფორმის განვითარება.

ჩაი განსაზღვრავს ადამიანების სოციალურ სტატუსს

ჩაი ჩინეთის ნაციონალური სასმელია. ტრადიციული ჩინური ჩაის კულტურის მიხედვით ჩაის დალევის მანერა და კონკრეტულად ის ჩაი, რომელსაც მიირთმევენ განსაზღვრავს მათ სოციალურ მდგომარეობას. დღეს, ფინჯანი ჩაის მირთმევა სტუმრებისთვის, ერთგვარი ტრადიციაა.
#ჩინეთი
#აზია
#საინტერესო
#საინტერესოფაქტები
#საინტერესოამბები
#მოგზაურობა
By?????Georgia
0