გრიგოლ ხანძთელი(759-861 წ.წ)
გრიგოლ ხანძთელი ერთ-ერთი უდიდესი პიროვნებათაგანია საქართველოს ისტორიისა, რომელმაც თბილისის ემირატის დროს ტაო-კლარჯეთში შექმნა ქართლის ნაცვალი ცენტრი და რომლის საბოლოო მიზანი იყო საქართველოს გაერთიანება და არაბთა ბატონობის დაძლევა.ამ აზრით შეიძლება ითქვას, რომ გრიგოლ ხანძთელმა დაიწყო ის საქმე, რომელიც საბოლოოდ დავით აღმაშენებელმა განასრულა.
გრიგოლ ხანძთელი იყო შვილი "წარჩინებულთა დიდებულთა და მართლმორწმუნე მამა-დედათა, " იგი აღიზარდა ცნობილი ისტორიული პირის, ნერსე ერისთავის ოჯახში. ადრეული ასაკიდანვე ემზადებოდა ნეტარი სასულიერო ცხოვრებისათვის, ამიტომაც ყოველთვის მტკიცედ ამბობდა უარს ხორციელ პატივზე... ნაწარმოების მიხედვით, მისი "გულისხმიერებაი განსაკვირველი იყო ფრიად, " ქრისტიანობისადმი მისი დამოკიდებულება სასულიერო ლიტერატურით დაინტერესებაშიც ვლინდება, "საღმრთონი წიგნნი ზეპირით მოიწვართნა."
უდაბნო
გიორგი მერჩულის თხზულებაში იმთავითვე თქმულია, რომ გრიგოლი გაემართა , , უდაბნოდ".
ეს , , უდაბნოა" ტაო-კლარჯეთის მხარე.გრიგოლი გახდა , , უდაბნოთა ქალაქ-მყოფელი", ეს გვაგებინებს გრიგოლის ღვაწლსაც და უდაბნოს რაობასაც.აქ უნდა გავითვალისწინოთ , , უდაბნოს"სხვა მნიშვნელობაც.თუ არსებობს მიმართება უდაბნო და ადამიანი, არსებობს მეორეც-უდაბნო და წესრიგი., , უდაბნო" მოუწესრიგებელი გარემოა.გრიგოლს იგი უქცევია , , ქალაქად".აქ ქალაქი მართლაც ქალაქს როდი ნიშნავს.
უდაბნოს , , ქალაქად"ქცევა (ქალაქ-ყოფა") უდაბნოში წესრიგის შეტანაა.
სწორედ ეს განახორციელა კლარჯეთის უდაბნოში გრიგოლ ხანძთელმა.მან მისცა ამ მხარეს ახალი სახე.ტაო-კლარჯეთი აქცია მოწესრიგებულ სოციუმად, სოციალური ცხოვრების ყოველ სფეროში ჩარევით.ეს მხარე იქცა მთელი საქართველოსთვის სასურველ მიკროკოსმოსად.პირველსახედ მომავალი საყოველთაო წესრიგისა.აი, რა აზრით უნდა ჩაითვალოს გრიგოლ ხანძთელის უმთავრეს დამსახურებად ტაო-კლარჯეთის უდაბნოთა , , ქალაქ-ყოფაი".
გრიგოლ ხანძთელის უმთავრესი ისტორიული დამსახურება
მან თავის მოწაფეებთან ერთად მურვან ყრუსაგან აოხრებულ ტაო-კლარჯეთში დაარსა მონასტრები, განავითარა მწიგნობრობა, გაამდიდრა ქართული კულტურა და იმ მხარის სულიერი თავკაცი გახდა.იგი კურაპალატებსაც კი კარნახობს ცხოვრების წესსა და რიგს.მისი ღვაწლი მთელ საქართველოს სწვდება.VII ს-ის მეორე ნახევარში ქართლელი მოღვაწეები მიდიან ტაო-კლარჯეთში, ვითარცა აღთქმულ ქვეყანაში, რათა იქედან კვლავ მოიპოვონ თავიანთი სამშობლო-ქართლი და საქართველო.
გრიგოლ ხანძთელის ღვაწლით ტაო-კლარჯეთი იქცა სრულიად საქართველოს რელიგიურ და კულტურულ ცენტრად.
ტაო-კლარჯეთი
ტაო-კლარჯეთი, ისტორიული ზემო ქართლის, მესხეთის ნაწილი, თანამედროცე თურქეთის ჩრდილო-აღმოსავლეთში მდებარე, მრავალმხრივ საინტერესო ისტორიული მხარეა.მის როლსა და მნიშვნელობას ნათლად აჩვენებს დღემდე შემორჩენილი ასეულობით ციხე-კოშკი, სამონასტრო კომპლექსები, ეკლესიები და სხვა.
IX საუკუნეში ტაო-კლარჯეთის მხარეში სამონასტრო ცხოვრების მეთაური გახდა გრიგოლ ხანძთელი.მან ააშენა ხუთი მონასტერი:სამი მამათა და ორი დედათა.მათგან შატბერდი აშოტ კურაპალატმა , , აგარაკად ხანძთისა"გააჩინა.
ხანძთა (ხანცთა)
გუმბათიანი ეკლესია, სამრეკლო, სატრაპეზო, სამლოცველო, წყარო, პატარა დარბაზული სამლოცველოთი.ხანძთის მონასტერი VII ს-ში დაარსა გრიგოლ ხანძთელმა.
იშხანი
იშხანი IX ს-ის I ნახევარში გრიგოლ ხანძთელის დედის დისწულის და მისივე მოწაფის, საბას მიერ აშენდა.იშხანი ცენტრალურ-გუმბათოვანი ტაძრისა და სამთავიანი ბაზილიკის გაერთიანებას წარმოადგენს.
ოშკი
ოშკის ტაძარი მთის კალთაზე დგას, მდინარე თორთუმის წყლის მარცხენა მაღალ ნაპირზე.ტაძარი ნაგებია მოყვითალო-წითელი, წმიდად თლილი ქვით და მიუხედავად საგრძნობი დაზიანებისა, დღესაც აოცებს მნახველს სიდიადით, სიმაღლითა და ყველა ნაწილის პროპორციულობით.
ხახული
თორთომის წყლის მარცხენა შენაკადზე, ხახულის წყლის ხეობაში, არის სოფელი, რომელსაც დღესაც ხახულს ეძახიან.იგი რამდენიმე კილომეტრზეა გაშლილი და უბნებად იყოფა.სოფლის ბოლოს არის ხახულის ტაძარი.ამის შესახებ თურქულ და ინგლისურ ენებზე გაკეთებული წარწერები გვამცნობს.
ტბეთი
ტბეთის საეპისკოპოსო ტაძარი მდებარეობს ისტორიულ შავშეთში.აგებულია X ს-ის დასაწყისში აშოტ კუხის მიერ.თავდაპირველი ნაგებობა რვამკლავიანი შენობა იყო დიდი გუმბათით.X ს-ის ბოლოს მის ნაცვლად ჯვარ-გუმბათოვანი ნაგებობა აღიმართა.
• გრიგოლ ხანძთელის გზა იყო , , ახალი და ცხოველი", ანუ გზა ცხოვრებისა.ცხადია ბერების წინაშე უამრავი სირთულე იდგა, , , არა აქუნდა ცული და წერაქვი, არცა სხვა ეგევითავი სახმარი", მუშაობა მიმდინარეობდა უმძიმეს კლიმატურ პირობებში, მაგრამ მაინც შენდებოდა დიდებული ტაძრები, რომლებიც საუკუნეთა მანძილზე აოცებდნენ მნახველებს არქიტექტურითა და ნატიფი ხელოვნებით.
#feedcgrant
Feedc
#ლიტერატურა
#ისტორია
#ხელოვნება
#ისტორია
#ლიტერატურა