როგორ გარდი'ცვლება ფერი?

0
გარდიცვლება და არა გარდაიცვლება.ეს სიტყვა ძალიან ბევრ ადამიანს ერევა ერთმანეთში ამასთანავე ერთი და იგივე მნიშვნელობის მატარებელი სიტყვა ჰგონიათ მაგრამ ეს, ასე არ არის.ყველა სიტყვას აქვს თავის განმარტება, მნიშვნელობა და აზრი.შეიძლება მიახლოებითი ფორმებით მსგავსი იყოს სიტყვათა მნიშვნელობა მაგრამ სიტყვების აზრი თუნდაც წინადადებებში, სხვადასხვა ისტორიებსა თუ მონაყოლში სხვა.ამაში ხშირად ვცდებით ხოლმე.გარდი'ცვალა-შეიცვალა, სხვა გახდა.გარდაიცვალა-გარდაისახა სხვა პიროვნებად, გახდა სხვა მნიშვნელობის მატარებელი.ის, არ მომკვდარა უბრალოდ ანგელოზი გახდა, მფარველი ანგელოზი რომელიც ზეციდან დაგიცავს.ეს განმარტება უფრო მიგახვედრებთ იმას თუ რასაც ვგულიხსმობ.დიახ, დროის გასვლასთან ერთად შეიცვალა ირგვლივ გარშემომყოფები, რაც წლები გადის ცვლილება უფრო და უფრო მკვეთრ ფერს იძენს და ერთდროულად დიდი მნიშვნელობაც ენიჭება.რაღაც ისეთი აღარ არის რაც თუნდაც ერთი წლის წინ იყო, ისეთი მშვენიერი აღარაა, ხიბლი დაკარგა თითქოს აღარ ბრწყინავს, როგორც ხილი, ბოსტნეული ფუჭდება, გარედან ფერი ეცვლებათ, შიგნიდან კი გემო აი, სულიერ ნაწილში ჭკნობაში მიდის ძველდება და უკვე ვადაგასულის იარლიყი ეწებება.ვადაგასული კი არავის არაფერი სურს, მეტიც ეშინიათ, რომ ამან რამე ზიანი არ მიაყენოს.მეორენი კი უფრო იზრდებიან, ლამაზდებიან, ვითარდებიან, იცვლებიან კარგის მხრივ.წარმოვიდგინოთ ვარდი, რომელიც ჯერ მხოლოდ მწვანე ტოტია, ნელ-ნელა იკეთებს ფოთლებს, შემდეგ ეკლებს წყალს ვუსხამთ ვუვლით, ვზრუნავთ მასზე ყოველდღიურად იზრდება ნელ-ნელა გამოაქვს კვირტი, კვირტი ფერს იძენს, იშლება მისი ნაზი ყვავილი შემდეგ კი იზრდება, იზრდება და ვარდად ყალიბდება.უფრო და უფრო მომნუსხველი, შთამბეჭდავი ხდება.ესეიგი ერთნი უარესობისკენ მიდის, სიბერისკენ და სიძველისკენ მეორენი კი ახალშობილობისკენ, დაბადებისკენ, განვითარებისკენ, ზრდისკენ...ასეთია ბუნების კანონი, რაღაც იბადება ახალი, იზრდება, ამავე მომენტში კი რაღაც ძველდება, ჭკნება და ბერდება. უმეტეს შემთხვევაში კი სიცოცხლეს ემშვიდობება.ერთ ტემპში ხდება დაბადება-სიხარული, გარდაცვალება-მწუხარება.ამავე დროს ერთი ბედნიერია, ამას აღნიშნავენ.მეორენი კი განადგურებულნი-გლოვოვენ, ტირიან...ერთხელაც ცას ავხედე:ნუთუ, ასეა მოწყობილი სამყარო?ეს, ხომ არასწორია, ვიღაცას გული სტკივა, ვიღაც კი ბედნიერია.რატომ? არ ვიცი, ამაზე პასუხი არავის აქვს და მაინც თუ ვინმეს აქვს ეგ მოსაზრებაც კი არასწორია და რა არის სწორი? ამას ჩვენ ვერ ვიტყვით, რადგან ეს არავინ იცის, მხოლოდ ბუნება გაგვცემს დროთა მანძილზე პასუხს...სიცოცხლის ყოველ დღესა თუ მომენტში მოგვცემს პატარ-პატარა მინიშნებებს.პასუხები კი ამ მინიშნებებში
იქნება დამალული საბოლოოდ საიდუმლოს მაშინ ამოვხსნით როცა სხვა გავხდებით, სხვაგან ვიქნებით და გარდავიცვლებით.
#ხელოვნება
0