2019 წლის 10 აპირილი - შავი ხვრელის პირველი ფოტო

6
5 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც კაცობრიობამ შავი ხვრელის ფოტო მოიპოვა 🕳️📸
"მოვლენათა ჰორიზონტის ტელესკოპმა" (EHT) ამ გასაოცარ კადრში გვანახა შავი ხვრელის მოვლენათა ჰორიზონტი, როგორც ბნელი, რგოლის მსგავსი სტრუქტურა.
ამ სტრუქტურის გარშემო კი ცხელი გაზის მორევს ვხედავთ.
სურათი რადიოტალღების გამოყენებით შეიქმნა.
რადიოტალღები სინათლის ერთადერთი ტიპია, რომელსაც შეუძლია ამ იდუმალი ობიექტების წინ "აღმართული კედლის" შიგნით შეხედვა.
სურათზე გალაქტიკა Messier 87-ის სუპერმასიური შავი ხვრელია აღბეჭდილი.
აღნიშნული გალაქტიკა ჩვენგან 55 მილიონი სინათლის წლითაა დაშორებული.
Messier 87-ის შავ ხვრელს M87* ეწოდა და ჩვენი მზის მასას 6.5 მილიარდჯერ აღემატება.
ვინაიდან, ამ მონსტრს სინათლეც კი ვერ უსხლტება, გამოსახულებაზე მხოლოდ მის მოვლენათა ჰორიზონტს ვხედავთ, რომელიც ცნობილია, როგორც "არდაბრუნების წერტილი".
EHT-მ მთელი მსოფლიოს ტელესკოპები გააერთიანა და შექმნა დედამიწის ზომის ერთი ვირტუალური ტელესკოპი უპრეცედენტო გარჩევადობით.
ეს იყო წლების განმავლობაში დაგროვებული ტექნოლოგიური მიღწევებისა და ინოვაციური ალგორითმების კულმინაცია.
6