2021 წელს სამტრედიას პირველად ჰყავს - ქალი მერობის კანდიდატი

ByLasha Georgia
0
  სამტრედიას აქამდე არ ჰყოლია ქალი მერი, თქვენ წარმოიდგინეთ, აქამდე არც ქალი კანდიდატი ყოფილა.
 დღეს, გამოჩნდა შესაძლებლობა შევცვალოთ სიტუაცია სამტრედიაში და გავაუმჯობესოთ ქალაქის მდგომარეობა, სხვა რომ არაფერი ეს ის შემთხვევაა, როცა სოლიდარობა უნდა გამოვუცხადოთ მანდილოსანს და ვაცადოთ მიზნების შესრულება.
 ახალგაზრდა ადამიანი, პროფესიით მასწავლებელი, ფსიქოლოგი, პედაგოგი და ბევრ საკითხში გაწაფული პიროვნება.
  მუშაობდა არაერთ სკოლაში მათემატიკის მასწავლებლად, არის უნივერსიტეტში ლექტორი.
  ჩატარებული აქვს არაერთი კულტურული, შემეცნებით-საგანმანათლებლო ხასიათის ღონისძიება.( პოეტებთანს სალონური შეხვედრა -,,გავუზიაროთ ერთმანეთს პოეზიის სიყვარული", სპექტაკლები და ა.შ)
  დიდი ცნობადობითა და კარგი რეპუტაციით სარგებლობს ადამიანებთან, კარგი ურთიერთობა აქვს პოეტებთან, მწერლებთან და გამოჩენილ ადამიანებთან.

  მისი კანდიდატურის წარდგენისას,  საზოგადოებიდან წამოვიდა დადებითი ენერგია და გამოხმაურება,  ნაცნობებმა თუ უცნობებმა კოემნტარებში ღიად დააფიქსირეს მათი აზრი, თუ როგორ უხარიათ ქალი კანდიდატის გამოჩენა და გაუხარდებათ თუ  მერიც გახდება და ძალიან ბევრი ღიად უჭერს მხარს... 
  ასევე ამ ქალაქში ( სამტედიაში) არის შექმნილი ფეიბუკ ჯგუფი სახელად
,,სამტრედიელები", სადაც, ქალბატონი ჟუკიანა, პირდაპირ(LIVE) ეთერში ჩაერთო, გააცნო მისი გეგმა საზოგადოებას და დასმულ კითხვებს უპასუხა.
  როგორც თავად გვეუბნება, ამდენ გამოხმაურებას არ ელოდა და ძალიან საინტერესო კითხვები და კარგი დამოკიდებულება იყო ხალხისგან.
ByLasha Georgia
0