სამზარეულოში ვზივარ, ყავით და ერთი ღერი მავნე ჩვევით. ამდენი ხნის მერე წერა მომინდა, სურვილს ვერ დავარქმევ ალბათ უფრო ისეთი შეგრძნებაა გული, რომ გერევა და სადაცაა აღებინებ, ჰო ცუდი შეგრძნებაა ღებინება, მაგრამ მერე კარგად ხარ მოწამლული ორგანიზმიდან ყველა ნაგავს უშვებ და დაცლილს მარტო საწოლზე გდება გსიამოვნებს. წერის დროსაც ასე ვარ.
ზოგჯერ მგონია, რომ სადღაც ტვინის რომელიღაც კუთხეში პატარა ურნა მიდგას, სადაც ყოველდღიურ სიბინძურეს ვაგროვებ და რომ შეივსება მერე მთხოვს დავაცარიელო, ქუჩიდან შესრუტული ნაგავი საშინლად მომწამვლელია და სხეულის მარტივად დატოვებას არ აპირებს, გაგრძნობინებს, რომ სადაც არ უნდა წახვიდე ეს უკანასკნელი ყველგან მიგეკრობა მერე მინდა ვწერო ამაზე და თითქოს ასე ვაცარიელებ იმ პატარა ურნას . არ არის მარტივი, არ იცი საიდან დაიწყო დალაგება, გაურკვეველი ფერის, ფორმისა და სუნის მქონე ხარახურების, ბოლოს ეს ხარახურები ტვინიდან მაჯის გავლით ფურცელზე გადმოდიან და სინამდვილეში არც არაფერს ქმნიან საერთოდ არაფერს , მაგრამ ის კია რომ იცლები და ახერხებ ხვალ ცოტა უფრო თავისუფალად გათენდეს.