2022 წლის გეგმები და მიზნები

ByGeorgia
10
მოგესალმებით! 2022 წელიც დაიწყო და ნელ ნელა შევა აქტიურ ფაზაში, ამიტომ გადავწყვიტე, რომ გამეზიარებინა თქვენთვის ჩემი 2022 წლის გეგმები და მიზნები, იმედი მაქვს კორექტულად ჩამითვლით, რადგან საერთოდ წესი არის დანერგილი, რომ საზოგადოებას არასოდეს არ უნდა გააცნო გეგმები და მიზნები, მაგრამ მე რაღაცატომ უბრალოდ ბლოგის სახე მივცე და ისე გაგიზიაროთ ჩემი მოლოდინები 2022 წელთან დაკავშირებით.
პირველ რიგში, მინდა ავღნიშნო ჩემი უმთავრესი მიზანი, ეს გახლავთ საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელება , რაც დამეთანხმებით რეალურიც არიც და მიღწევადიც<3 მთავარია ბევრი შრომა და მონდომება და დარწმუნებული ვარ, რომ ამ მიზანს ბოლომდე აუცილებლად მივიყვან და დადგება ის ნანატრი მომენტიც, როცა უკვე საზღვარგარეთიდან შემოგთავაზებთ და გაგიზიარებთ ჩემს შთაბეჭდილებებს ბლოგების სახით <3 ასევე ვაპირებ, რომ დავიწყო პოდკასტების გაკეთება.
მეორე მხრივ ჩემი გეგმები მაინც ძირითადად უკავშირდება ჩემი ბლოგის განვითარებას როგორც ფეისბუქგვერზე ასევე ვორდპრესზე, მთავარია ამ კუთხით, ის რომ ვიაქტიურო და ბევრი საინტერესო კონტექნტი შევქმნა, რაც დამეთანხმებით, რომ აუდიტორიას კიდევ უფრო გააქტიურებს და ბლოგიც გახდება ცნობადი <3 რადგან ვთვლი, რომ ვისაც წერა კარგად გამოდის აუცილებლად უნდა მიიყვანოს საქმე ბოლომდე და უნდა ეცადოს, რომ საკუთარი თავი კიდევ უფრო განავითაროს, საინტერესო კონტაქტები გაიჩინოს და ჩემი მიზანიც, სწორედ ეს არის, რომ ბევრი საინტერესო ადამიანთან გავაკეთო ხოლმე კოლაბორაციები ამაზე თქვენი, როგორც აუდიტორიის აზრი მაინტერესებს და გამიხარდება თუ კომენტარებში მიპასუხებთ და გამოეხმაურებით ჩემს ბლოგს! 
ბოლოს დასასრულისკენ, რომ წავიდე თუ საიდუმლო არ არის რა არის ამ პლატფორმის აუდიტორიის და ასევე ამ პლატფორმის შემქნმებელის სამომავლო გეგმები ? იმედი მაქვს, რომ ამ კითხვაზეც გამცემთ პასუხს და იქნებით აქტიურები რასაც ვაფასებ მე პირადად.
წარმატებულ საღამოს გისურვებთ ! 
ByGeorgia
10