2022 წლის მარტამდე ევროკავშირი AstraZeneca-ს ვაქცინის 200 მილიონ დოზას მიიღებს

0
ევროკავშირმა ბრიტანულ-შვედურ ვაქცინის მწარმოებელ კომპანია AstraZeneca-სთან კონტრაქტი გააფორმა, რომლის მიხედვითაც, 2022 წლის მარტამდე ევროპული გაერთიანება ვაქცინების 200 მილიონ დოზას მიიღებს. BBC-ის ინფორმაციით, შეთანხმების მიღწევამდე ევროკავშირსა და AstraZeneca-ს შორის ვაქცინების დროულად მიწოდებასთან დაკავშირებით გარკვეული უთანხმოება არსებობდა, რადგან კომპანიამ მილიონობით ვაქცინის დათქმულ ვადაში მიწოდება ვერ შეძლო.
ახალი შეთანხმების მიხედვით, კომპანია მიმდინარე თვეში ევროკავშირს 60 მილიონ დოზა ვაქცინას მიაწვდის, დეკემბრის ბოლომდე კიდევ 75 მილიონს, დარჩენილ 65 მილიონ დოზას კი 2022 წლის მარტამდე.
BBC-ის ინფორმაციით, ამ დროისათვის ევროკავშირის ზრდასრული მოსახლეობის 70%-ზე მეტს ვაქცინების 2 დოზა აქვს მიღებული. გამოცემის ცნობით, AstraZeneca-ს ვაქცინა პირველი 1 თვის მანძილზე ორგანიზმს ვირუსით დაინფიცირებისგან 77%-ით იცავს, მომდევნო 4-5 თვის მანძილზე კი- 67%-ით.
0