2023 წელს, დედამიწის ატმოსფეროში არაქიმიური ხვრელი გაჩნდა

2
ეს იყო არაქიმური ხვრელის გაჩენის პირველი დაფიქსირებული შემთხვევა 💥🚀😶
2023 წლის 18 ნოემბერს, "სფეის იქსის" რაკეტა "სტარშიფის" აფეთქება იმდენად ძლიერი იყო, რომ იონოსფეროში 2000 კმ-იანი დროებითი ხვრელი გააჩინა.
ინციდენტი რაკეტის გაშვებიდან მალევე მოხდა, როდესაც სუპერ მძიმე გამაძლიერებელი ზედაპირიდან 90 კმ სიმაღლეზე აფეთქდა, მალევე მოჰყვა მეორე აფეთქებაც და ეს იყო შემთხვევა, რამაც გამოიწვია უნიკალური ატმოსფერული არეულობა, რომელიც მკვლევრებს ადრე არ ჰქონდათ დოკუმენტირებული, როგორც ადამიანის მიზეზით გამოწვეული ატმოსფერული მოვლენა.
შემდგომმა კვლევამ აჩვენა, რომ აფეთქებებმა წარმოქმნა კონუსის ფორმის აკუსტიკური ტალღები, რომლებიც იონოსფეროში გადაადგილდებოდნენ.
იონოსფერო ატმოსფეროს რეგიონი გახლავთ, რომელიც მდიდარია დამუხტული ნაწილაკებით.
ამ ტალღებმა ელექტრონები გამოათავისუფლა, რაც ეფექტურად ქმნიდა იონოსფერულ „ხვრელს“, რომელიც გადაჭიმული იყო 2000 კილომეტრამდე.
ეს ფენომენი განსაკუთრებით საინტერესო იმიტომაა, რომ ასეთი ხვრელები, როგორც წესი, წარმოიქმნებიან ქიმიური პროცესებით, რომლებიც დაკავშირებული არიან რაკეტების გამონაბოლქვთან და არა ფიზიკურ აფეთქებებთან.
ატმოსფერული არეულობა დაახლოებით 30-40 წუთი გაგრძელდა, სანამ იონოსფერო ნორმალურ მდგომარეობას დაუბრუნდებოდა.
კატასტროფის შედეგებმა გვიჩვენეს, რომ გავლენა და მასშტაბი მოსალოდნელზე მეტი იყო, რაც აჩენს კითხვას - როგორ იმოქმედებს ჩვენს ატმოსფეროზე რაკეტების ხშირი გაშვება და მათი გაძლიერება პლანეტათაშორისი მოგზაურობისთვის.
2