2023 წლის ასტრონომიული კალენდარი

6
  მაშ ასე, თქვენ წინაშეა 2023 წლის ასტრონომიული მოვლენების კალენდარი.😊💙
ასტრონომიის მოყვარულთათვის, გასული წელი საკმაოდ საინტერესო იყო.
2022-ში მრავალი საინტერესო მოვლენის მომსწრენი გავხდით, რომელთა შესახებაც წინა წლის პირველ პოსტში გიამბეთ.
(აღნიშნული პოსტის ბმული - https://bit.ly/3YVFGT1)
ახლა კი, დროა, მომავალში გადავიხედოთ და ამ წლის ციური მოვლენების მიმდევრობას გადავავლოთ თვალი.👇🏼

⁕ იანვარი

• 4 იანვარი: კვადრანტიდების მეტეორული წვიმა.
ვარაუდობენ, რომ კვადრანტიდების მეტეორული ნაკადი უკვე დაშლილი კომეტის ნარჩენებია.
ეს კომეტა 2003 EH1-ს სახელითაა ცნობილი და 2003 წელს აღმოჩინეს.
• 6 იანვარი: სავსე მთვარე.
მთვარე ისე განთავსდება, რომ მის ხილულ მხარეს მთლიანად გაანათებს მზე.იანვრის სავსე მთვარე ადრეული ინდური ტომებისთვის ცნობილი იყო, როგორც "მგლის მთვარე", რადგან ეს იყო წელიწადის დრო, როდესაც მშიერი მგლების ხროვა მათი ბანაკებიდან მოშორებით, საკვების სიმწირეს გლოვობდნენ.
• 21 იანვარი: ახალი მთვარე.იგი იქნება დედამიწის იმავე მხარეს, სადაც მზე და არ იქნება ხილული ღამის ცაზე.
ეს პერიოდი საუკეთესო დრო იქნება სუსტ ობიექტებზე დასაკვირვებლად, როგორებიცაა ვარსკვლავების გროვები და გალაქტიკები, რადგან მთვარის შუქი არ იქნება ხელის შემშლელი.

⁕ თებერვალი

• 5 თებერვალი: სავსე მთვარე.
• 15 თებერვალი: ვენერასა და ნეპტუნის გაერთიანება.
16:19 საათზე, ორი პლანეტა მერწყულის თანავარსკვლავედში შეხვდებიან ერთმანეთს.
პლანეტები განლაგდებიან ტელესკოპის ხედვის არეალშიც, მაგრამ მათი ნახვა ბინოკლებითაც იქნება შესაძლებელი.
• 22 თებერვალი: მთვარისა და ვენერას გაერთიანება.
11:57 საათზე, ვენერა მთვარეს თევზების თანავარსკვლავედში შეხვდება.
ამ მოვლენის ხილვა შესაძლებელი იქნება, როგორც ბინოკლით, ასევე შეუიარაღებელი თვალით.

⁕ მარტი

• 2 მარტი: ვენერასა და იუპიტერის გაერთიანება.
08:15 საათზე, ვენერა იუპიტერის ჩრდილოეთით გაივლის და თევზების თანავარსკვლავედში შეხვდებიან ერთმანეთს.
მათი ხილვა შესაძლებელი იქნება, როგორც ბინოკლით, ასევე შეუიარაღებელი თვალითაც კი.
• 7 მარტი: სავსე მთვარე.
• 28 მარტი: მთვარისა და მარსის გაერთიანება.
მარსი მთვარეს ტყუპების თანავარსკვლავედში შეხვდება და მათი შემჩნევა შესაძლებელი იქნება, როგორც ბინოკლით, ასევე შეუიარაღებელი თვალით.

⁕ აპრილი

• 6 აპრილი: სავსე მთვარე.
ჩვენი ბუნებრივი თანამგზავრი ქალწულის თანავარსკვლავედში იქნება.
• 15 აპრილი: ლირიდების მეტეორული წვიმა.
აპრილის საუკეთესო მეტეორული წვიმა: საათში 18 მეტეორის ნახვის შესაძლებლობა გვექნება.
ამ მომენტისთვის, მთვარე მხოლოდ 9%-ით იქნება სავსე.
• 21 აპრილი: მთვარისა და მერკურის გაერთიანება.
მერკური შეხვდება მთვარეს ვერძის თანავარსკვლავედში.
მათი შემჩნევა შესაძლებელი იქნება ბინოკლების მეშვეობით.
• 23 აპრილი: ლირიდების მეტეორული ნაკადის პიკი.
ლირიდების მეტეორული წვიმა 16 აპრილიდან 25 აპრილამდე გრძელდება და პიკს დაახლოებით 23 აპრილს აღწევს.
მოძებნეთ ნაკადის რადიანტი (მოკაშკაშე წერტილი. მეტეორული ნაკადის მიერ, დედამიწის ორბიტის კვეთისას, მეტეორთა ნაკადის ხილული ცენტრის წერტილის დაგეგმარება ზეცის ფონზე) თანავარსკვლავედ ჰერკულესში, ადგილობრივი დროით, შუაღამისას.

⁕ მაისი

• 5 მაისი: სავსე მთვარე.ჩვენი ბუნებრივი თანამგზავრი სასწორის თანავარსკვლავედში.
• 13 მაისი: მთვარისა და სატურნის გაერთიანება.სატურნი შეხვდება მთვარეს მერწყულის თანავარსკვლავედში.
• 19 მაისი: ახალი მთვარე.
• 23 მაისი: მთვარისა და ვენერას გაერთიანება.

⁕ ივნისი

• 4 ივნისი: სავსე მთვარე.
იგი მორიელის თანავარსკვლავედში იქნება და მხოლოდ ერთი დღით იქნება სავსე.
• 14 ივნისი: მთვარისა და იუპიტერის გაერთიანება.
იუპიტერი შეხვდება მთვარეს ვერძის თანავარსკვლავედში.
მოვლენის ხილვა შესაძლებელი იქნება შეუიარაღებელი თვალით და ბინოკლებით.
• 16 ივნისი: მთვარისა და მერკურის გაერთიანება.მერკური შეხვდება მთვარეს კუროს თანავარსკვლავედში.
მოვლენის ხილვა შესაძლებელი იქნება შეუიარაღებელი თვალით და ბინოკლებით.
• 18 ივნისი: ახალი მთვარე.
• 21 ივნისი: ივნისის მზებუდობა.
ივნისის მზებუდობა აღნიშნავს ასტრონომიული ზაფხულის პირველ დღეს ჩრდილოეთ ნახევარსფეროში და ზამთრის პირველ დღეს სამხრეთ ნახევარსფეროში.
• 22 ივნისი: მთვარისა და ვენერას გაერთიანება.
22-ში ვენერა შეხვდება მთვარეს კიბოს თანავარსკვლავედში.
მოვლენის ხილვა შესაძლებელი იქნება შეუიარაღებელი თვალით და ბინოკლებით.

⁕ ივლისი 

• 3 ივლისი: სუპერ სავსე მთვარე.
სუპერ მთვარე გამოჩნდება 3 ივლისს 15:39 საათზე.
ჩვენი ბუნებრივი თანამგზავრი მშვილდოსნის თანავარსკვლავედში იქნება.
პრეფიქსი „სუპერ“ ნიშნავს იმას, რომ მთვარე ზუსტად იმ პერიოდში იქნება სავსე, როცა ჩვენი ბუნებრივი თანამგზავრი დედამიწასთან ყველაზე ახლოს იქნება.
სუპერმთვარე ჩვეულებრივზე დიდი და კაშკაშა იქნება.
• 11 ივლისი: მთვარისა და იუპიტერის გაერთიანება.
იუპიტერი შეხვდება მთავრეს ვერძის თანავარსკვლავედში.
მოვლენის ხილვა შესაძლებელი იქნება შეუიარაღებელი თვალით და ბინოკლებით.
• 17 ივლისი: ახალი მთვარე.
• 20 ივლისი: მთვარისა და ვენერას გაერთიანება.
ვენერა შეხვდება მთვარეს ლომის თანავარსკვლავედში.
მოვლენის ხილვა შესაძლებელი იქნება შეუიარაღებელი თვალით და ბინოკლებით.
• 30 ივლისი: სამხრეთ დელტა აკვარიდების მეტეორული წვიმის პიკი.
წვიმა 12 ივლისიდან 23 აგვისტომდე გრძელდება და პიკს დაახლოებით 30 ივლისს აღწევს.

⁕ აგვისტო

• 1 აგვისტო: სუპერ სავსე მთვარე.
ზუთხის სუპერ მთვარე პირველ აგვისტოს გამოჩნდება ცარგვალზე.
• 13 აგვისტო: პერსეიდების მეტეორული წვიმაწლის ერთ-ერთი საუკეთესო მეტეორული წვიმა, მაქსიმალური სიჩქარით 150 მეტეორი საათში ბნელი ცის ქვეშ.
მათი ხილვა უმჯობესია შუაღამის შემდეგ, ხელოვნური განათებებისგან მოშორებით.
• 16 აგვისტო: ახალი მთვარე.
• 27 აგვისტო: სატურნი ოპოზიციაში.
🪐27-ში სატურნი დედამიწას უკიდურესად მიუახლოვდება და ჩვენი ლურჯი ბურთის სიმაღლეს გაუთანაბრდება, რაც მის აღსაბეჭდად საუკეთესო დრო იქნება.
• 31 აგვისტო: სუპერ ლურჯი მთვარე.
🌟სუპერ ლურჯი მთვარე 31 აგვისტოს, 05:35 საათზე გამოჩნდება.
ჩვენი ბუნებრივი თანამგზავრი მერწყულის თანავარსკვლავედში იქნება.
სახელწოდება "ლურჯი მთვარე" გამოიყენება მეორე სავსე მთვარის აღსანშნავად.

⁕ სექტემბერი

• 4 სექტემბერი: მთვარისა და იუპიტერის გაერთიანება.
4 სექტემბერს, იუპიტერი შეხვდება მთვარეს ვერძის თანავარსკვლავედში.მოვლენის ხილვა შესაძლებელი იქნება შეუიარაღებელი თვალითა და ბინოკლებით.
• 19 სექტემბერი: ნეპტუნი ოპოზიციაში.
პლანეტა თევზების თანავარსკვლავედში იბრწყინებს.
ჩვენს ცაზე მზის ჩასვლისთანავე, მზის საპირისპირო მიმართულებით გამოჩნდება და კულმინაციას მიაღწევს ადგილობრივი დროით შუაღამისას და დარჩება ცაზე გათენებამდე. პლანეტის სიკაშკაშის პიკის დროსაც კი, ნეპტუნი ძნელად დასანახი იქნება ღამის ცაზე.
პლანეტის ნახვა მხოლოდ ტელესკოპით იქნება შესაძლებელი.
• 23 სექტემბერი: შემოდგომის ბუნიობა.დედამიწაზე დღისა და ღამის თანაბარი ხანგრძლივობა; მზე ანათებს პირდაპირ ეკვატორს. შემოდგომის პირველი დღე ჩრდილოეთში და გაზაფხული სამხრეთში.

⁕ ოქტომბერი

• 9 ოქტომბერი: დრაკონიდების მეტეორული წვიმის პიკი.
მოძებნეთ მისი რადიანტი გველეშაპის თანავარსკვლავედთან, შებინდებისთანავე.
იდეალურ პირობებში, საათში 10 მეტეორის დანახვა იქნება შესაძლებელი.
25%-ით განათებული კლებადი ნახევარმთვარე არ იქნება ხელის შემშლელი.
• 14 ოქტომბერი: ახალი მთვარე.
• 22 ოქტომბერი: ორიონიდების მეტეორული წვიმის პიკი.
ოქტომბრის საუკეთესო მეტეორული ნაკადი.
20 მეტეორი საათში.
• 24 ოქტომბერი: მთვარისა და სატურნის გაერთიანება.
სატურნი შეხვდება მთვარეს მერწყულის თანავარსკვლავედში.
მოვლენის ხილვა შესაძლებელი იქნება ბინოკლებით და შეუიარაღებელი თვალითაც.
• 28 ოქტომბერი: სავსე მთვარე.
ჩვენი ბუნებრივი თანამგზავრი სასწორის თანავარსკვლავედში.

⁕ ნოემბერი 

• 3 ნოემბერი: იუპიტერი ოპოზიციაში.
მოძებნეთ ცეცხლოვანი წერტილი ვერძის თანავარსკვლავედში.
• 13 ნოემბერი: ახალი მთვარე.
• 14 ნოემბერი: ურანი ოპოზიციაში.
ახალი მთვარე
• 9 ნოემბერი: ურანი ოპოზიციაში.
ურანი ვერძის თანავარსკვლავედში იბრწყინებს.
ყველაზე დიდი და კაშკაშა ურანიც კი ძნელი შესამჩნევი იქნება, ამიტომ უმჯობესია მისი შეთვალიერება პატარა ტელესკოპით მაინც.
პლანეტა დაკვირვებისთვის საუკეთესო მდგომარეობაში იქნება ადგილობრივი დროით შუაღამისას.
დედამიწას მოუახლოვდება და მზის ჩასვლის პერიოდში ამოვა აღმოსავლეთიდან.
• 18 ნოემბერი: ლეონიდების მეტეორული ნაკადი.
საშუალო მეტეორული წვიმა, რომელსაც შეუძლია საათში 15-მდე მეტეორის წარმოქმნა; საუკეთესოდ ვიხილავთ შუაღამის შემდეგ.
• 27 ნოემბერი: სავსე მთვარე.

⁕ დეკემბერი 

• 12 დეკემბერი: ახალი მთვარე.
• 13-14 დეკემბერი: გემინიდების მეტეორული წვიმა.
წლის საუკეთესო მეტეორულ წვიმას, გემინიდებს, შეუძლიათ საათში 150 მეტეორის წარმოქმნა.
იგი ასევე ცნობილია როგორც მეტეორული წვიმების მეფე.
საუკეთესო ხედები გადაიშლება შუაღამის შემდეგ სრულიად ბნელი ცის ქვეშ, ქალაქის განათებისგან მოშორებით.
• 22 დეკემბერი: ზამთრის მზებუდობა.
წელს პირველად მზე გაანათებს პირდაპირ თხის რქის ტროპიკს.
ეს არის ზამთრის პირველი დღე ჩრდილოეთში და ზაფხულის სამხრეთში.
• 22 დეკემბერი: მთვარისა და იუპიტერის გაერთიანება.
იუპიტერი შეხვდება მთვარეს ვერძის თანავარსკვლავედში.
• 23 დეკემბერი: ურსიდების მეტეორული წვიმა.
წლის ბოლო მეტეორული წვიმის პიკი: საათში 10-მდე მეტეორი შუაღამის შემდეგ.
• 27 დეკემბერი: სავსე მთვარე.
• 31 დეკემბერი: მორიგი რევოლუცია დასრულდა.🎆
დედამიწამ კიდევ ერთი ბრუნი დაასრულა მზის გარშემო.

ამ მოვლენების შესახებ, ტრადიციულად, დროდადრო შეგახსენებთ, ამიტომ თვალი ადევნეთ "მომავლის პოსტს". 💙  
facebook 🚀 Our Webpage
6