26 ივლისს პარიზში, ზაფხულის 33-ე ოლიმპიური თამაშები გაიხსნა და ის 11 აგვისტომდე გასტანს. ძირითადი შეჯიბრებები პარიზში მოეწყობა, სპორტული ასპარეზობა გაიმართება საფრანგეთის არაერთ სხვა ქალაქში, ხოლო სერფინგის მოყვარულებს სპორტის ამ სახეობაში შეჯიბრების თვალყურის დევნება საფრანგეთის პოლინეზიაში, ტაიტიზე მოუწევთ.
ღონისძიების მსვლელობისას, აღლუმში მონაწილე 7500-მდე სპორტსმენმა, ფლოტილიით - გემებზე - მდინარე სენის 6-კილომეტრიან მონაკვეთზე, აუსტერლიცის ხიდიდან იენის ხიდამდე, ჩაუარეს მაყურებელს.
ღონისძიება გახსნა ლეიდი გაგამ თავისი შთამბეჭდავი პერფორმანსით და დახურა ლეგენდარულმა სელინ დიონმა, რომლის გამოსვლაც ერთგვარი დაბრუნება იყო დიდ სცენაზე, მას შემდეგ, რაც მძიმე ნერვოლოგიური დაავადების დიაგნოზი დაუსვეს, 2020 წელს. მომღერლის სცენაზე გამოჩენა გამორჩეულად მოულოდნელი და სასიხარულო გახლდათ მაყურებლისთვის.
ზინედინ ზიდანი, რაფაელ ნადალი (რომელმაც ჩირაღდანი ნავით სენაზე გადაიტანა), სერენა უილიამსი (რომელიც ნადალის გვერდით მიდიოდა), კარლი. ლუისისა და ტონი პარკერების ჩირაღდანი ძიუდოს ვარსკვლავმა ტედი რინერმა და 400 მეტრის სპრინტერმა მარი-ჟოზე პერეკმა აანთეს.
საინტერესო გახდლათ ისოტრიული ოლიმპიური ცეცხლის ტრადიციის გაცოცხლება, რომელმაც ცერემონიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მომენტი შექმნა.
ოლიმპიური ცეცხლი შუქურამდე მიიტანა არაერთმა ფრანგმა სპორტსმენმა და სხვა ცნობილმა ოლიმპიელებმა, ისეთებმა, როგორებიც არიან ზინედინ ზიდანი, რაფაელ ნადალი, სერენა უილიამსი, კარლი. ლუისის და ტონი პარკერები, ტედი რინერი მარი-ჟოზე პერეკი და სხვა.