მოგზაურობა იაპონიაში

By?????Georgia
0

კავაჩი ფუჯის ბაღი

კავაჩის ბაღი ყოველ აპრილს ფესტივალს მართავს, რადგან ამ დროისთვის ყვავილობა იწყება.

ტოია-კოს ტბა

იმის მიუხედავად, როგორი ყინვაც არ უნდა იყოს ჰოკაიდოში, ტოია-კოს ტბა არასდროს იყინება.

გოკაიამა

გოკაიამა უნიკალური არქიტექტურის გამო ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული სოფელია მსოფლიოში. მასში მდებარე ძველი, ტრადიციული სახლები მინიმუმ 400 წლისაა.

შიბა-საკურას ფესტივალი

ფუჯის, იგივე ფუძიამას მთის ფერდობზე 800 ათასზე მეტი ყვავილი ხარობს. ყოველ გაზაფხულს, 2, 4 ჰექტარის ფართობი თეთრი, ვარდისფერი და იასამნისფერი სურნელოვანი ხალიჩით იფარება.

ჰიტაჩის სანაპირო პარკი

ჰიტაჩის საზღვაო პარკს ასევე ბავშვის ლურჯი თვალები ჰქვია და აპრილიდან მაისის ჩათვლით, იქ ოთხ მილიონზე მეტი ნემოფილა ყვავილობს. სეზონების მიხედვით, პარკი ფერებს იცვლის. შემოდგომაზე, არე-მარე ხასხასა მწვანითა და ცეცხლისფერი წითლით იფარება.

ჰაკუბას სოფელი

იაპონიის ჩრდილოეთით მთებში ჰაკუბას სოფელი მდებარეობს, რომელიც ქალაქ ნაგანოს გვერდითაა.

ჩანჩქერი ნაჩი

ნაჩი იაპონიაში ყველაზე ცნობილი ჩანჩქერია. ძველად, მასთან ახლოს ბუდისტების მონასტერი მდებარეობდა, რომელიც დაინგრა რესტავრაციის დროს მე–19 საუკუნეში.

ადაჩის ბაღი

როგორც ამბობენ იაპონელებს დახვეწილი და გამორჩეული გემოვნება აქვთ. 1980 წელს ადაჩი ზენკომ ხელოვნების მუზეუმი შექმნა. მან იმოგზაურა იაპონიაში, შეაგროვა სხვადასხვა სახეობის მცენარეები და ქვები თავისი ბაღისათვის. მუზეუმი 6 ბაღისგან შედგება. ბაღში არის 15 მეტრის სიმაღლის ჩანჩქერი და ტბა თევზებით. ბაღში ვიზიტორები არ შეიშვებიან. მათთვის შექმნილია სპეციალური პავილიონი პანორამული ფანჯრებით და სკამებით.

ძველი ციხე მაცუმოტო

იმავე სახელწოდების ქალაქში განთავსებული ციხე–პალატი ერთერთი ულამაზესთაგანია იაპონიაში. იგი პრაქტიკულად ერთადერთია, რომელიც დღემდე შემორჩა თავისი პირვანდელი სახით, არადა აშენებულია XVI საუკუნებში.

ეროვნული პარკი სინძიუკუ–გეენი ტოკიოში

იაპონიის ერთერთი ყველაზე დიდი და საყვარელი დასასვენებელი პარკი ქალაქის მაცხოვრებელთა და სტუმრებისათვის. იგი განთქმული გახდა თავისი სიმშვენიერისა და მრავალფეროვნების წყალობით. აქ არის 3 დიდი ბაღი: ორ გუბურასთან განლაგებული კლასიკური იაპონური, ფრანგული ბაღი და პეიზაჟური ინგლისური ბაღი.

იცუკუსიმა (კუნძული მიაძიმა)

ტაძარი იცუკუსიმა მიიჩნევა იაპონიის ეროვნულ საგანძურად. ძველებური სინტოისტური ტაძარი მდებარეობს შიდა იაპონიის ზღვაში, კუნძულ იცუკუსიმაზე (უფრო ცნობილი, როგორც კუნძული მიაძიმა) მწვანე მთებისა და ყურეების გარშემორტყმაში. სწორედ ირგვლივ მდებარე მდიდარი ბუნებისა და ასევე, საკუთარი უძველესი ისტორიის წყალობით (იგი ხომ ჩვენს წელთაღრიცხვამდე გაჩნდა), იცუკუსიმა გარდაიქმნა ათასობით მოგზაურთა მომლოცველობის ადგილად.

პარკი კერნოკუ–ენი კანაძავაში

კერნოკუ–ენი (ან „ექვსი ღირშესანიშნაობის ბაღი“) ეს იაპონიის ერთერთი მთავარი პარკია. კერნოკუ–ენი ეს 8000 – ზე მეტი ჯიშის ხე, ბუჩქნარი და მცენარეა. პარკის თითოეული მეტრი გააზრებულია წვრილმანებამდე და მასზე ყოველდღიურად მუშაობენ დიზაინერები და ათობით მებაღე.

ბამბუკების ტყე საგანო კიოტოში

განსაკუთრებით მშვენიერია იგი საღამოს და ღამით, როცა ბამბუკის ჩირგვები ათასფრად ციმციმებს. საგანოს ერთ მხარეს განთავსებულია ბუდისტური ტაძარი ტერნიუ–ძი, მეორე მხარეს კი – თვალწარმტაცი ბაღი გუბურა სოჯენთან, საიდანაც იშლება ხედი მთა აროსიამაზე. მთელი ანსამბლი იუნესკოს მიერ შეტანილია მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში.
#იაპონია
#მოგზაურობა
#აზია
#საინტერესოამბები
#საინტერესოფაქტები
#იაპონელი
#ტოკიო
By?????Georgia
0