მცირედ მსოფლიო საეკლესიოს კრებების შესახებ.

0
კრებები, რომლებსაც აღიარებენ მართლმადიდებლები და კათოლიკეები, რედაქტირება იერუსალიმის საეკლესიო კრება 1. ნიკეის პირველი საეკლესიო კრება - ქ.ნიკეაში, 325 წლის 19 ივნისიდან 25 აგვისტომდე გაიმართა იმპერატორ კონსტანტინე I (280-337)-ის ხელმძღვანელობით. მოწვევის მიზეზი ოფიციალურად გახდა ალექსანდრიელი (ლიბიელი) მღვდლის-არიოზის მწვალებლური მოძღვრება. ; დადგინდა აღდგომის განსაზღვრის თარიღი. 2. კონსტანტინოპოლის პირველი საეკლესიო კრება - ქ. კონსტანტინოპოლში, 381 წელის მაისი-ივნისში. იმპერატორ თეოდოსი II-ის (401-450) ხელმძღვანელობით. კონსტანტინოპოლის კრებამ ყოველგვარი ერესი ანათემას გადასცა; 150-მა მამამ, როგორც თავის სიმბოლოს, სანქცია მისცა იმ ტექსტს, რომელიც მანამდე იყო შედგენილი. 3. ეფესოს საეკლესიო კრება - გაიმართა ქ. ეფესოს დიდ ეკლესიაში, 431 წ, 22 ივნისი-31 აგვისტოს, იმპერატორ თეოდოსი II -ის(401-450) ხელმძღვანელობით. მიღებული იქნა 8 კანონი. მღვდელმთავრებმა დაგმეს ნესტორის მწვალებლობა (ნესტორიანელობა) და დაადასტურეს მართლმადიდებლური სწავლება იმის შესახებ, რომქრისტეს ერთ პიროვნებაში (ჰიპოსტასში) განუყოფლად და შეურევნელადაა შეერთებული ორი ბუნება - ღვთაებრივი და კაცობრივი; ყოვლადწმიდა დედა უფლისა კი უნდა განვადიდოთ, როგორც მარადქალწული და ჭეშმარიტად ღვთისმშობელი. 4. ქალკედონის მსოფლიო საეკლესიო კრება - ქ. ქალკედონის წმიდა ეფემიას სახელობის ბაზილიკა, 451 წლის 8-16-31 ოქტომბერი. მიღებული იქნა 30 კანონი. შედეგად, კრებამ განკვეთა დიოსკორე, დაგმო მისი თავმჯდომარეობით გამართული , , ავაზაკთა კრება’’ და ევტიქი; ჩამოაყალიბა ქრისტეს შესახებ სწავლება. დაიგმო მონოფიზიტობა და აღიარა ქრისტეში ღვთაებრივისა და ადამიანურის განუყოფლობა – დიოფიზიტობა. მიუხედავად ამისა, აღმოსავლეთის ეკლესიები სირიაში, პალესტინასა და სომხეთში მონოფიზიტური გახდა. 5. კონსტანტინოპოლის მეორე საეკლესიო კრება - გაიმართა კონსტანტინოპოლის წმიდა სოფიას ტაძარში, 553 წლის 5 მაისი - 2 ივნისი. შედეგად გადაწყდა , , სამი თავის’’ საკითხი; დაიგმო ორიგენე და ორიგენიზმი. 6. კონსტანტინოპოლის მესამე საეკლესიო კრება - ქ. კონსტანტინეპოლი. იმპერატორის კონსტანტინოპილის სასახლის, ტრულისად წოდებული დარბაზი. 680-681 წლები. კრებას კანონები არ მიუღია. კრებამ შეაჩვენა თეოდორე ფარანელი, სერგი, პავლე, პიროს და პეტრე კონსტანტინოპოლელები, კვიროს ალექსანდრიელი და მაკარი ანტიოქიელი. ანათემას გადასცა რომის პაპი ჰონორიუსი. კრებამ განამტკიცა ქრისტეში სრული ადამიანურობის შესახებ სწავლება. 7. ნიკეის მეორე საეკლესიო კრება - ქ. ნიკეაში. კრება გაიხსნა 787 წლის 24 სექტემბერს და დაიხურა 23 ოქტომბერს. მის მოწვევის მიზეზი იმპერიაში გავრცელებული მწვალებლობა-ხატმებრძოლეობა გახდა. კრებამ შეაჩვენა ხატმებრძოლები, მათ დამცველ სასულიერო პირებს ხარისხი აყარა, ერისკაცები კი დასაჯა. განი საზღვრა, რომ , , წმიდა და პატიოსანი ხატები მიღებულია თაყვანისცემისათვის ისევე, როგორც პატიოსანი და ცხოველმყოფელი ჯვარი, მიუხედავად იმისა, თუ რით იქნებიან ეს ხატები შესრულებულნი, საღებავით, მოზაიკით, თუ სხვა ნივთიერებით, ასევე გამოსახულებანი ეკლესიის ნაკურთხ ჭურჭელსა და შესამოსელზე, კედლებსა და დაფებზე, შინ თუ გზის პირებზე, ხოლო ყველა ხატი, როგორც იესო ქრისტესი, ისე ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის, პატიოსანი ანგელოზების და ყველა წმიდა და ღირსი მამისა, რაც უფრო ხშირად იქცევა ჩვენი ჭვრეტის საგნად, მით უფრო მეტად აღვიძვრებით ამ ხატების შემყურენი მათი პირველსახის მოგონებით, უფრო დიდ სიყვარულს შევიძენთ მათ მიმართ და მეტი გულმოდგინებით ვემთხვევით, მუხლს მოვიყრით და თაყვანს ვცემთ მათ, მაგრამ არა იმგვარი მსახურების სახით, რომელიც ჩვენი რწმენით, მხოლოდ ღვთაებრივ ბუნებას შეეფერება”.
#ქრისტიანობა
#მართლმადიდებლობა
#მსოფლიო
#შვიდი
#საეკლესიოკრება
0