ატენის ფაცხებში ,,ლელოს" წევრს სცემეს

0
გორის პოლიციამ გამოძიება დაიწყო ფაცხებში მომხდარ ფაქტზე, რომელიც ატენში მოხდა. , , ლელოს" წევრს თავი გაუტეხეს. ჩხუბი ფაცხებში დაიწყო და ის საავტომობილო გზაზე გაგრძელდა. იმ დღით , , ლელოს" წევრები ატენში დასუფთავების სამუშაოებს ატარებდნენ. საღამოს კი, ფაცხებში ქეიფი გამართეს. მოგვიანებით ამავე ფახცხებში სხვა ახალგაზრდები მივიდნენ. გვერდით სუფრაზე მსხდომ ახალგაზრდებს შორის ხელჩართული ჩხუბი გაიმართა. როგორც ჩვენი წყარო გვეუბნება, ჩხუბი ალკოჰოლური სასმელის მიღების შემდეგ დაიწყო. ამ დღით ატენში , , ლელოს" წარმომადგენელი გიორგი მელაძე იმყოფებოდა, თუმცა გვითხრა, რომ ფაქტის შესახებ არაფერი იცის. შს სამინისტროს პრეს-სამსახურში გვითხრეს, რომ ცემის ფაქტი დაფიქსირებულია და გამოძიება 126-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს. 126. ძალადობა მუხლი 1. ცემა ან სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. ________________ თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე. Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს. აპლიკაციის გადმოსაწერად დააჭირეთ ამ ბმულს: download.feedc.com
#სიახლე
#გორი
წყარო -shidaqartli.ge
#ახალიამბები
0