0
პოლონეთის საშობაო ბაზრობებზე კომპანია ვინისფერას ორგანიზებით, ქართული ღვინის წარდგენა “შეიცანი საქართველო” კამპანიის ფარგლებში მიმდინარეობს. სტუმრებს საშობაო ბაზრობებზე ქართული სამზარეულოს დაგემოვნების საშუალებაც ეძლევათ. ქართული ღვინის წარდგენა პოლონეთში ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ის საქართველოსთვის ერთერთ დიდ საექსპორტო სტრატეგიულ ბაზარს წარმოადგენს. 2018 წელთან შედარებით პოლონეთში წელს ქართული ღვინის ექსპორტი გაუმჯობესებულია.
#business
0