3 ფეხბურთელი,რომელიც რეალს არ უნდა გაეშვა!

0
მადრიდის რეალი არის უდიდესი კლუბი, რომელიც ისტორიის განმავლობაში არაერთხელ დომინირებდა. რეალი არის კლუბი, რომელსაც აქვს უდიდესი რესურსი, თუმცა იგი ასევე არის კლუბი, რომელმაც დაუშვა ფატალური შეცდომები სხვადასხვა ფეხბურთელების გაშვებით. დღეს წარმოგიდგენთ 3 ფეხბურთელს, რომელიც მადრიდულ გრანდს არ უნდა გაეშვა!

კრისტიანო რონალდო

, , ეს იყო ულამაზესი 9 წელი, რომელიც მე მადრიდში გავატარე. მადრიდის რეალი არის კლუბი, რომელმაც ძალიან ბევრი მომცა , თუმცა ყველაფერი იცვლება და ეს არის ახალი ნაბიჯი ჩემს ცხოვრებაში" ეს სია პორტუგალიელის გარეშე უღიმღამო იქნებოდა. რონალდომ მადრიდის რეალი საკლუბო დონის პიკში დატოვა. მაშინ, როცა მან მადრიდელებთან ერთად მეოთხე ჩემპიონთა ლიგა მოიგო. (მეხუთე საკუთარი კარიერის განმავლობაში). მადრიდში ფიქრობდნენ, რომ 33 წლის რონალდოს საუკეთესო დღეები უკვე ჩავლილი იყო, თუმცა მან სრულიად საპირისპირო აჩვენა ტურინის იუვენტუსში. პირველ სეზონში მან 31 მატჩში 21 გოლი გაიტანა ხოლო წლევანდელ სეზონში 32 მატჩი 31 გოლით დაგვამახსოვრა თავი.
მთავარი პრობლემა, რაც დღემდე მადრიდის რეალს აწუხებს არის გოლის გამტანი ფორვარდი. მათ ჰყავთ უმაღლესი დონის ფეხბურთელები, თუმცა დამეთანხმებით, რომ რონალდოს შეცვლა ძალიან რთული ამოცანაა. ამ ყველაფრის მიუხედავად მადრიდელებმა წლევანდელ სეზონში ნანატრი ესპანეთის ჩემპიონატი მაინც მოიგეს.

კლოდ მაკელელე

, , რატომ უნდა გადაატარო კიდევ ერთი ოქროს საღებავი ბენტლს, როცა კარგავ მთლიან ძრავს ? " -ზინედინ ზიდანი კლოდ მაკელელე არასდროს ყოფილა ყველაზე გლამურული ფეხბურთელი გალაკტიკოსში. ზუსტად ამიტომ გაყიდა იგი ფლორენტინო პერესმა ჩელსიში. საქმე იმაში იყო, რომ გალაკტიკოსის პოლიტიკა აგებული იყო ვარსკვლავებზე. ამავე სეზონში იყიდა პერესმა დევიდ ბექემი და ამით შეეცადა გადაეფარა ის დანაკლისი, რაც მაკელელეს დაკარგვამ გამოიწვია. მაკელელე იყო ის ფეხბურთელი, რომელიც აძლევდა საშუალებას ვარსკვლავებს შეტევაში გაებრწყიმათ, რადგან მათ იცოდნენ, რომ უკან საიმედო კედელი ედგათ მისი სახით. სწორედ მაკელელეს წასვლის შემდგომ დაიწყო მადრიდის რეალში კრიზისი!

არიენ რობენი

რობენს შეეძლო ყოფილიყო მადრიდის რეალში იმ პერიოდში, როცა მადრიდელებმა ზედიზედ 3 ჯერ მოიგეს ჩემპიონთა ლიგა. რობენი იყო ფეხბურთელი, რომელიც მადრიდის რეალს შეუერთდა ინგლისიდან კერძოდ ჩელსიდან, პირველივე სეზონში ჰოლანდიელმა დაამტკიცა, რომ ღირსეულად ატარებდა მადრიდის რეალის მაისურს, თუმცა მეორე სეზონის შემდეგ მადრიდში ახალი პროექტის შექმნა დაიწყო. "ახალი გალაკტიკოსი", ეს სიტყვები ხმამაღლა ფლორენტინო პერესმა კიდევ ერთხელ წარმოთქვა და გუნდში კაკა და რონალდო მოიყვანა. ორი ფეხბურთელი, რომელზეც უნდა აგებულიყო მადრიდის ახალი გალაკტიკოსი. სამწუხაროდ კი, რობენისთვის ეს მადრიდული გასტროლების დასასრულს ნიშნავდა. მადრიდის რეალიდან წასვლის შემდგომ რობენი მიუხენის ბაიერნს შეუერთდა და იქ ნამდვილი ისტორია დაწერა. სტატია მომზადებულია სპეციალურად Sportlab - თვის
#სპორტი
#sport
#ფეხბურთი
#რეალი
#რონალდო
#რობენი
#მაკელელე
#გალაქტიკო
0