გაიანე ხაჩატურიანის ნამუშევარი - „მხედარი და მისი ცხენი“ შესრულებულია 1998 წელს.

0
გაიანე ხაჩატურიანის ნამუშევარი - „მხედარი და მისი ცხენი“ შესრულებულია 1998 წელს. ხაჩატურიანის ფერწერაში უმეტესწილად მეორდება - მრავალფიგურულობა, კონტრასტული ფერების გამა, რიტმი, მითოსური სამყარო, ანიმალიზმი თუ ადამიანის გამოსახულებები. ყოფით ქალაქურ სცენებშიც კი კარნავალი ხშირად გვხვდება. ნამუშევარში “მხედარი და მისი ცხენი“ გამოსახულია განყენებული გარემო, რაც თეატრალური მიზანსცენის შეგრძნებას ბადებს. მხედრის და ცხენის სახეები ეგვიპტურ, შუმერულ თუ ანტიკურ ხელოვნებას გაგვახსენებს. ამ ფიგურების მზერაში გაერთიანებულია პროფილი და ფასი. სურათის დინამიკას წარმოშობს კონტრასტული ლაქების მონაცვლეობა. გაიანე ხაჩატურიანის შემოქმედებაში მისი წარმოსახვითი სამყარო და პერსონაჟები მუდმივად მეორდებიან. ხელოვანი თითქოს რეალურ სამყაროს გაურბის და მას მითოსურით ანაცვლებს. გაიანე ხაჩატურიანი. მხედარი და მისი ცხენი. 1998. ტილო, ზეთი. ნამუშევარი დაცულია ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმის კოლექციაში. Gayane Khachauturian’s work - “Rider and his Horse” is painted in the 1998 year. In Khachaturian’s painting mostly are repeated: multi-figured disposition, the pallet of contrast colors, rhythm, mythical world, animalism and human images. In everyday urban scenes, we are often able to encounter carnival. In the work- “Rider and his Horse” is depicted as an abstract environment, which originates the effect of theatrical mise en scene. The face of the rider and the horse make us remind of Egyptian, Sumer or ancient art. In the look of these figures are united profile and enface. The dynamics of the picture are created by the relocation of stains. In Gayane Khachaturian’s creativity, her imaginary world and personages are repeated permanently. As if the artist gets rid of realistic world and substitutes for a mythological one. Gayane Khachaturian. Rider and his Horse. 1998. Oil on canvas. The artwork is currently held and exhibited at the Georgian Museum of Fine Arts.
#გაიანეხაჩატურიანი #ხელოვნება
#ხელოვნებისსიყვარული
#ფერწერა
Tbilisi
0