თბილისის მერიამ მიკროავტობუსების კომპანიასთან შეთანხმებას მიაღწია. მიკროავტობუსების ჩანაცვლების პროცესი დაიწყება მომავალი წლიდან ისე, რომ მოსახლეობას მგზავრობის ტარიფი არ გაეზრდება. ამის შესახებ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ისაუბრა. კახა კალაძის თქმით, მიკროავტობუსებს ყველანაირი რესურსი ამოეწურათ. სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს მგზავრობა და გამონაბოლქვი. დედაქალაქის მერის განცხადებით, მოხდება ახალი მიკროავტობუსების შემოყვანა და ავტოპარკის განახლება ხოლო მოსახლეობას მგზავრობის ტარიფი არ გაეზრდება.
#news