პროფესია - ბლოგერი, ანუ როგორია როცა Feedc-ის ბლოგერი ხარ + რჩევები

0
წლების წინ, როცა ჩემთვის ვწერდი, არც წარმომედგინა თუ ოდესმე ბლოგერი ვიქნებოდი. ყველა, ვისაც აღწერისა და ჩანაწერების მხატვრულად გადმოცემის უნარი ჰქონდა, ჩემთვის ჩვეულებრივი სუპერგმირი იყო.

ბლოგერი - სუპერ ძალა

მე შემიძლია აღვწერო და მოვყვე ყველაფერი, რაც ჩემს ირგვლივ ხდება, შემიძლია ვწერო ყველა თემაზე, რომელიც მაინტერესებს, განვავრცო და დავამატო ჩემი სუბიექტური აზრი კორექტულად. ბლოგერებსა და მწერლებს შეზღუდვები თითქმის არ გვაქვს.

Feedc - ბლოგერებისთვის

ყოველთვის, როცა წერა მინდოდა ტელეფონის “რვეულს” ვხსნიდი და შიგნით ვინიშნავდი ჩემს ფიქრებს.
Feedc
- მ მოგვცეა ძალიან კარგი შანსი ვწეროთ დამოუკიდებლად და თან ხმა მივაწვდინოთ უამრავ უცნობ ადამიანს ჩვენ გარშემო. ვნახოთ რა ხდება ჩვენ ირგვლივ, მუდამ ყურადღების ცენტრში ვიყოთ, ბოლომდე ინფორმირებულები და, რაც მთავარია, გავიგოთ ახალი ამბები უშუალოდ პიროვნებებისგან და არა, მაგალითად სოც-მედიის პლატფორმებისგან.

ბლოგერობის წესდება?

წესები და კანონები არ არსებობს, მთავარი ღირებულება სიტყვის თავისუფლებაა, თუმცა არის პატარა, ელემენტარული რაღაცები, რაც კარგი იქნება არ დავარღვიოთ, მაგალითად: ▪️შეურაცხყოფა - აუცილებლად პატივი უნდა ვცეთ პირველ რიგში საკუთარ თავს და სხვებსაც, ადამიანების შეურაცხყოფას ბლოგერები არ ვწყალობთ. ▪️Fake News - არ შეიძლება პლატფორმის არასწორად გამოყენება, ცუდი იდეაა სიცრუის გავრცელება და ადამიანების შეცდომაში შეყვანა, რასაც თავისებრ სერიოზული პრობლემები მოჰყვება ხოლმე. ▪️დაუდასტურებელი ინფორმაციის გავრცელება - ესეც წინა პუნქტის ბიძაშვილია. დანარჩენი თანდათან ჩავამატოთ ერთად, ყველა ახლა ვიწყებთ 🖤

როგორ გავხდეთ ბლოგერი?

მარტივია, უბრალოდ წერე. შემოდი Feedc - იზე და დაიწყე წერა ყველაფერზე, რაზეც წერა გინდა. გვესაუბრე, გაგვიზიარე შენი ფიქრები, რეკომედაციები და შთაბეჭდილებები. მომიყევი, როგორ გაატარე შაბათ-კვირა, სად მოგეწონა ყველაზე მეტად ლანჩი, რომელი შენობაა შენთვის საინტერესო და რატომ (შეგიძლია ისტორია და ფაქტებიც დაურთო). ანუ, შეგიძლია ყველაფერზე წერო.

რჩევები დამწყებ ბლოგერებს

▪️შეხედე ყველაფერს მარტივად, შენ ყველაფრის აღწერა შეგიძლია; ▪️ძალიან კარგი იქნება, თუ თავად გადაიღებ სურათებს, უფრო საინტერესოს გახდი საკუთარ პოსტს; ▪️წინასწარ ჩაინიშნე იდეები, გააკეთე სია რომ არაფერი დაგავიწყდეს და გამოგრჩეს; ▪️ილაპარაკე ყველაფერზე, თავი არასდროს შეიკავო დაპოსტვისგან; ▪️დააკვირდი მკითხველის რეაქციას, რა მოსწონს, რა უფრო აინტერესებს და უკეთ მიხვდები როგორ ესაუბრო შენს აუდიტორიას. ▪️იყავი მკითხველი თავადაც; ბლოგერობა მკითხველობას არ გამორიცხავს, დააფოლოვე შენთვის საინტერესო პიროვნებები და გქონდეს კომუნიკაცია ყველასთან. ▪️არ დანებდე; არაუშავს თუ პირველ პოსტებს უდიდესი გამოხმაურება არ აქვს, ჯერ ყველაფერი წინ გაქვს, ჩვენც Feedc - ისთან ერთად ვიზრდებით და ფარ-ხმლის დაყრა არ ღირს 🖤 დანარჩენ რჩევებსა და აღმოჩენებს შემდეგ პოსტში გაგიზიარებთ, მანამ კი, წარმატებები ამ საინტერესო ამოლუაში! აქ ბლოგერების საყვარელი წინადადება, ვციტირებ, არ მეზარება): “თუ მოგეწონათ პოსტი, გამომიწერეთ, დაააპფოთედ და კომენტარებში თქვენი აზრი მომწერეთ” გაცნობა და რჩევებიც მოსულა 🖤 შემდეგ პოსტამდე 🥳
#პოსტი
#ბლოგი
#ბლოგები
#შესაძლებლობა
#მწერალი
#წერე
#feedc
#როგორ
#გავხდე
#ბლოგერი
0