ტერორიზმზე გამარჯვებისთვის ნობელის პრემიას ვიმსახურებ - რამზან კადიროვი

0
ჩეჩნეთის რესპუბლიკის ხელმძღვანელმა, რამზან კადიროვმა განაცხადა, რომ ტერორიზმზე გამარჯვებისთვის ნობელის პრემიას იმსახურებს. ამის შესახებ რამზან კადიროვმა ტელეკომპანია „როსია 1“-ის ეთერში ისაუბრა. მისი თქმით, აშშ-ისგან განსხვავებით მან საერთაშორისო ტერორიზმთან ბრძოლაში წარმატებას მიაღწია. „ჩვენ გავანადგურეთ საერთაშორისო ტერორიზმი. ნობელის პრემია უნდა მომცენ ტერორიზმზე გამარჯვებისთვის. ისინი კი სანქციებს მიწესებენ. უსამართლობაა!“, - აღნიშნა მან.
0