ვინ არის ჰეფესტო?

0
ვულკანის, ცეცხლის, სამჭედლო ხელოვნებისა და არქიტექტურის ღმერთი (ღმერთებს სასახლეებს უგებდა, ხოლო ადამიანებს უბოძა სახლის მშენებლობის ხელოვნება.); ციკლოპებთან ერთად ზევსისთვის ელვასა და მეხს სჭედდა ჰერას ვაჟი (ჩაისახა მარტოდ პართენოგენეზში) ზევსმა, იმის გამო, რომ სურდა საკუთარ დედას მი წანააღმდეგ დახმარებოდა ოლიმპოდან მოისროლა და მას შემდეგ ხუკად, კუნტად იქცა. შერიგების ნიშნად ზევსმა ის ჩვეულებრივ აფროდიტესთან შეაუღლა, ხოლო აფროდიტემ მას არესთან უღალატა ჰეფესტოსს მონაწილეობა მიუღია პრომეთეს მიჯაჭვაში (ესქილეს "მიჯაჭვული პრომეთე"). გვიანდელი ტრადიციით, ჰეფესტოსის სამჭედლო ეტნის მთაზეა და ციკლოპები ეხმარებიან ჭედვაში. "ილიადაში" ჰეფესტოსის ცოლად ქარიტა იხსენიება, "ოდოსეაში" - აფროდიტე, ხოლო ჰესიოდესთან - აგლაია. ჰეფესტოსისადმი მიძღვნილი დღესასწაულები - ჰეფესტეია ან ქალკეია - ძირითადად ათენსა და კ. ლესბოსზე იმართებოდა. რომაულ მითოლოგიაში ჰეფესტოსის შეესატყვისებოდა ვულკანუსი. ჰეფესტოსს გამოსახავდნენ ძლიერი, წვეროსანი, ოდნავ კოჭლი მამაკაცის სახით.
#ბერძნულიმითოლოგია
#მითოლოგია
#elysiumfields
0