2020 წლის 5 საუკეთესო სერიალი

0
წარმოგიდგენთ 2020 წელს გადაღებული სერიალების ტოპ რეიტინგს Spinning Out - სპორტისა და ფიგურული სრიალის მოყვარულებს ძალიან დააინტერესებთ ეს სერიალი. გადაღება მიმდინარეობს ჩრდილოეთ ამერიკის მთიან კურორტზე. მთავარი პერსონაჟი გახლავთ გოგონა, რომელსაც სურს საკუთარი კარიერა სპორტს დაუკავშიროს. პარალელურად, იგი ცდილობს კომუნიკაცია დაამყაროს გარშემომყოფებთან და ებრძვის ბიპოლარულ აშლილობას. აქ სპორტი მეორეხარისხოვან მნიშვნელობას იძენს. პირველ ადგილზეა გოგონას დრამა და დაძაბული ურთიერთობა დედასთან.
Ragnarok - ნეთფლიქსის მინი სერიალია, რომელიც 6 სერიისაგან შედგება. ნორვეგიული პროექტი დაფუძნებულია სკანდინავიურ მითოლოგიაზე. მოქმედება მიმდინარეობს პატარა ქალაქში, ედაში, მთავარი პერსონაჟები არიან მოზარდები, რომლებმაც კლიმატის მკვეთრი ცვლილება იგრძნეს. სამყარო მათ წინ იცვლება და ემსგავსება ნამდვილ ეკოლოგიურ კატასტროფას. ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟია მაგნი - თორის შვილი.
Avenue 5 - პოლიტიკური კომედიების ოსტატმა, არმანდო იანუჩიმ სახელი გაითვა სერიალით "ვიცე პრეზიდენტი" და ფილმით "სტალინის სიკვდილი", სადაც იგი კომიკურად აღწერს ბრიტანულ, ამერიკულ და საბჭოთა კავშირის მმართველობის მოდელს. ახლა კი მან გადაწყვიტა რომ მსოფლიოს დასცინოს და შექმნა ახალი კომედიურ-ფანტასტიკური სერიალი. მოქმედება ხდება მომავალში, სადაც კოსმოსში მოგზაურობა აღარავის უკვირს. მგზავრები ტკბებიან ფუფუნებით, სასმელებითა და საკვებით, ამ დროს კი ხომალდი ფუჭდება. ახლა ისინი სულ მარტო რჩებიან, დედამიწის და ჩვეული ფუფუნების გარეშე. მათი მცდელობა დაბრუნდნენ შინ, საკმაოდ კომიკურად ვითარდება.
Cursed - ამერიკული დრამატული სერიალი გადაღებულია ფრენკ მილერის რომანის მიხედვით. ნეთფლიქსმა მასზე მონოპოლია ჯერ კიდევ რომანის გამოშვებამდე მოიპოვა. ახალი, 10 სერიიანი პროექტი გახდება მეფე არტურის ისტორიის ახლებური გადააზრება. ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟია ნიმუე, რომელიც ფლობს ფარულ ძალას. იგი გაიცნობს მეფე არტურის ქვეშევრდომს და მასთან ერთად გაემგზავრება ვინმე მერლინის საძიებლად, რადგან მას გადასცეს ხმალი.
The Outsider - ეს არის HBO-ს დეტექტიური სერიალი, რომლის ნახვაც უკვე იანვრიდან შეგეძლებათ. პროექტი ეყრდნობა სტივენ კინგის რომანს. დეტექტივი მოგვითხრობს ისტორიას მოკლული ბიჭის შესახებ. მის გარდაცვალებაში ბრალს სდებენ სკოლის მასწავლებელს, ტერი მეიტლენდს. ამ დროს, მთავარ ეჭვმიტანილს აქვს ალიბი - დანაშაულის ჩადენის დროს იგი სულ სხვა ქალაქში იმყოფებოდა. რამდენად შესაძლებელია ადამიანი ერთდროულად ორ ქალაქში იმყოფებოდეს ? დეტექტივებს უჩნდებათ ეჭვი, რომ საქმეში შემოდის რაღაც მისტიკური და დაუჯერებელი.
0