მიმდინარეობს აქტიური საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები - თოლორაია შაქარაშვილის საქმეზე

0
მიმდინარეობს აქტიური საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები - ამის შესახებ განცხადება, სახელმწიფო ინსპექტორმა ლონდა თოლორაიამ ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა. მისი თქმით, შედეგებს საზოგადოებას აუცილებლად გააცნობენ. "დღესაც კი ამ საქმეზე მიმდინარეობს აქტიური საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები. ეს საქმეები, რომლებიც არის ჩვენი კომპეტენცია ამ საქმეებზე გამოძიება ვერ სრულდება ვერც ერთ კვირაში და ვერც ორ კვირაში. ამას სჭირდება გარკვეული დრო. მე დავპირდი საზოგადოებას, როგორც კი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური მორჩება საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების ჩატარებას, ჩვენ საბოლოო შედეგების შესახებ აუცილებლად მივაწვდით საზოგადოებას ინფორმაციას, " - თქვა ლონდა თოლორაიამ.
0