0
BREAKING ☄️⚡️ თბილისი, წილხვედრი ქვეყნის დედაქალაქი, ვაკის პარკი, 2019 წლის 9 მაისი?? მოქალაქეთა ჯგუფის მიერ ოკუპირებულია მე–2 მსოფლიო ომის ვეტერანთა თავშეყრის ადგილი. მოხუცებს და მათ შვილიშვილებს ქვემეხებიდან უშენენ მომწამვლელ ჭურვებს სახელად , , პუტინ ხუილო". ეს პროცესები იმდენად რეზონანსული აღმოჩნდა, რომ ოკუპანტის დედაქალაქში 74 საფრენი აპარატის პილოტებმა უარი განაცხადეს პარადის საჰაერო ნაწილში მონაწილეობაზე...პუტინის რეიტინგი მკვეთრად ეცემა, პანიკამ დაისადგურა კრემლში და მსოფლიო საფონდო ბირჟებზე...მობილიზებულია ექსკლუზიურ–რარიტეტული ქართული ბირთვული არსენალი კოდური სახელწოდებით , , დდშ"... ბორკილთა მტვრევის ხმის პარალელურად ისმის მარადიული ჩამჭრელი კითხვები: რუსეთი ოკუპანტია❓❗️? Куда мы катимся❓❗️? გვეშველება რამე❓❗️? პასუხად კი, - წარსულის წიაღიდან ღაღადებს წმინდა ილია მართალი: ??«ჩვენ არა ერთხელ გვითქვამს, რომ ერის პირქვე დამხობა გათახსირება, გაწყალება იქიდამ დაიწყება, როცა იგი თავისს ისტორიას ივიწყებს, როცა მას ხსოვნა ეკარგება თავისის წარსულისა, თავისის ყოფილის ცხოვრებისა, დავიწყება ისტორიისა, თავისის წარსულისა და ყოფილის ცხოვრების აღმოფხვრა ხსოვნისაგან – მომასწავებელია ერის სულით და ხორცით მოშლისა, დარღვევისა და მთლად წარწყმედისაცა. წარსული – მკვიდრი საძირკველია აწმყოსი, როგორც აწმყო – მომავლისა. ეს სამი სხვადასხვა ხანა, სხვადასხვა ჟამი ერის ცხოვრებისა ისეა ერთმანეთზედ გადაბმული, რომ ერთი უმეოროდ წარმოუდგენელი, გაუგებარი და გამოუცნობია. ამიტომაც არის ნათქვამი ერთის ბრძნისაგან, რომ აწმყო, შობილი წარსულისაგან, არის მშობელი მერმისისაო. ეს სამთა ჟამთა ერთმანეთზედ დამოკიდებულება კანონია ისეთივე შეურყეველი და გარდაუვალი, როგორც ყოველივე ბუნებრივი კანონი»??«ბევრჯერ გვითქვამს და ეხლაც განვიმეორებთ, რომ ისტორია იგი დიდებული ტაძარია, საცა უწირავს ერთიან სულსა ერისას და საცა აღუმართავს ერს თვის დიდებული და დიდ-ბუნებოვან კაცთა უწმინდესნი ხატნი და ზედ წარუწერია დიდთა საქმეთა მოთხრობა, ვითა საშვილიშვილო ანდერძი. ერი, რომელსაც არ ახსოვს ეგ თავისის ერთანის სულის წირვა, ეგ თავის დიდ-ბუნებოვანნი კაცნი და დიდთა საქმეთა ამბავი, კეთდება, მხნევდება, ჰგულოვანდება და თავმოწონებულია ყველგან, ჭირია თუ ლხინი. თუ ისტორია დავივიწყეთ, მაშ დაგვივიწყნია ჩვენი ცხოვრების სათავეც, ჩვენის ცხოვრების ფესვი, ჩვენის ცხოვრების საძირკველი, და თუ ასეა - რაღაზედ უნდა დავამყაროთ ჩვენი აწმყო, ჩვენი მერმისი? არ არის არც ერთი მხარე ჩვენის ცხოვრებისა, როგორც სხვისაც, რომ რაიმე წარსულის ნაშთი ზედ არ შერჩენოდეს, ხოლო ამნაშთისა დღეს ჩვენ არა გაგვეგება რა, ვიმეორებ, იმიტომ, რომ დავიწყებული გვაქვს მისი ამხსნელი და განმმარტებელი ისტორია» P.s. ყველა ვეტერანს და მათი ოჯახის წევრებს ვულოცავ ფაშიზმზე გამარჯვების დღეს?
0