ბრიტანეთში კატის Covid-19-ით ინფიცირების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა
90 Views
Keso Bigvava
Tbilisi · 2 months ago

გაერთიანებულ სამეფოში ცხოველის COVID-19-ით ინფიცირების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. ვარაუდობენ, რომ სახლის კატას ვირუსი თავისი პატრონისგან გადაედო, რომელიც ამჟამად სრულად გამოჯანმრთელებულია. კატის ორგანიზმში ინფექციის არსებობა შესაბამისი ტესტებით დადასტურდა. მას მხოლოდ მსუბუქი სიმპოტმები გამოუვლინდა და ამჟამად არ არსებობს ეჭვი, რომ კატამ კორონავირუსი თავად გადასდო თავის პატრონს ან სხვა ადამიანსა თუ ცხოველს.

გაერთიანებული სამეფოს ვეტერინარიის უფროსი ოფიცრის, პროფესორ ქრისტინ მიდლმისის განცხადებით, ჯერ კიდევ არ არსებობს იმის მტკიცებულება, რომ სახლის ცხოველებს ვირუსის ადამიანზე გადაცემა შეუძლიათ. "შინაური ცხოველების COVID-19-ით ინფიცირება ძალიან იშვიათი მოვლენაა. ამასთან, დღემდე ყველა დაფიქსირებულ შემთხვევაში მათი სიმპტომები მსუბუქია და სულ რამდენიმე დღეში ისინი გამოჯანსაღებულები არიან", — აღნიშნა მან, — "არ არსებობს იმის მტკიცებულება, რომ სახლის ცხოველები ვირუსს ადამიანებზე ავრცელებენ. ჩვენ გავაგრძელებთ სიტუაციაზე დაკვირვებას და ვითარების ცვლილების შემთხვევაში შინაური ცხოველების პატრონებს შესაბამისი გზამკვლევით მოვამარაგებთ". ინგლისის ჯანდაცვის სამედიცინო დირექტორის, ივონ დოილის თქმით, ეს ინციდენტი ხალხისთვის იმის შესახსენებლად გამოდგება, რომ ცხოველებთან კონტაქტის შემდეგ ხელები უნდა დავიბანოთ. თუმცა ის მომხდარში საგანგაშოს ვერაფერს ხედავს. "ამ შემთხვევის გამოძიებით დადგინდა, რომ ინფექცია ადამიანიდან გადაედო ცხოველს და არა — პირიქით. ამასთან, არ არსებობს იმის მტკიცებულება, რომ შინაურ ცხოველებს პატრონების COVID-19-ით ინფიცირება შეუძლიათ", — განაცხადა მან. კატას თავდაპირველ დიაგნოზად კერძო ვეტერინარმა კატის ჰერპესის ვირუსი დაუსვა. ეს ინფექცია ამ ცხოველებში ერთობ გავრცელებულია. თუმცა კატის სისხლი, ბრიტანეთში არსებული კვლევითი პროგრამის ფარგლებში, Sars-CoV-2-ზეც შეამოწმეს და პასუხი დადებითი მოვიდა. ამასთან, დამატებითმა ტესტებმაც დაადასტურა, რომ კატა მართლაც ახალი კორონავირუსით იყო ინფიცირებული. დღეისთვის მსოფლიოს გარშემო ცხოველთა Covid-19-ით ინფიცირების რამდენიმე შემთხევაა დაფიქსირებული, რომელთა შორისაც ნიუ-იორკის ბრონქსის ზოოპარკის ვეფხვები და ლომებიც არიან.

#კოვიდ19

#მედიცინა #მედიცინისსიახლეები #მედიცინადღეს

Tbilisi #ახალიამბები #მეცნიერება
Keso Bigvava
Tbilisi · 2 months ago
5
Write a comment
Similar Posts