ლენტეხში მწვერვალ აილამაზე ჩარჩენილი მამაკაცი მაშველებმა გადაარჩინეს. გუშინ 112 ში შევიდა ზარი რომ მწვერვალ აილამაზე იმყოფება მამაკაცი, რომელსაც ესაჭიროებოდა მაშველების დახმარება. არსებული ინფორმაციით, მამაკაცის თანხმლებმა პირმა შეძლო უსაფრთხო ტერიტორიაზე გამოსვლა და 112 თან დაკავშირება. ის მამაკაცი კი მოყინული კიდურების გამო ვერ ახერხებდა მოძრაობას.