1
???????????????  ძველად აქ ჯარებს უხმობდნენ   დაფდაფითა და ბუკითა,   ახლა ყაყაჩო შემომხვდა   ლამაზი ქალის შუქითა.  შემომხვდა, შემომანათა,   ჩინჩხლები შემომაყარა,   ალუჩა-ტყემლის შემოსვლა   და გაზაფხული მახარა…   უცხო კაცად რომ შემიცნო,   შერცხვა და თავი დახარა;   შერცხვა და თავი დახარა,   სიწითლემ გადაუარა,   ალბათ, იმაზე დაფიქრდა,   მოვეწონეო თუ არა?!
1