ნიკოლოზ კვარაცხელია,
SKEMA BUSINESS SCHOOL-ის სტუდენტი
#Feedc
-ის შესახებ??
«შეიძლება ვინმემ მოიაზროს Feedc Facebook-ის, ან Reddit-ის მსგავს პროდუქტად, მაგრამ Feedc განსხვავებულია. მომხმარებელი თავისი პროფილის შექმნის მომენტიდან დაკავშირებულია ყველასთან მსოფლიოში და არ სჭირდება სხვა მომხმარებლების მეგობრებში დამატება, რომ შეიქმნას აუდიტორია. სხვა პლატფორმებში, ხალხს სჭირდება ბევრი მეგობარი/follower იმისათვის, რომ მის ხმას რაიმე ძალა ჰქონდეს. Feedc-ზე ყველა თანაბარია. ყველა ქალაქს თავისი სიახლეების ზოლი აქვს, ამიტომ, ნებისმიერ ადამიანს შეუძლია ხმა მიაწვდინოს მთელ მსოფლიოს. ასევე, გვაქვს „არ მომწონს“/Dislike ღილაკი, რომელიც აძლევს საშუალებას მომხმარებლებს, რომ ერთობლივად გადაწყვიტონ, რა ინფორმაციაა ფასეული და რა არა. ყველა მოწონება/არ მოწონება არის ანონიმური. ვერავინ ხედავს რა მოგწონს და რა არ მოგწონს, ეს აძლევს მომხმარებელს თავისუფლებას მის ქმედებაში. ყველა პოსტს თავისი კატეგორია აქვს და ყველას შეუძლია გაფილტროს მთელი მსოფლიოს Feed-ი კატეგორიის, ან ენის მიხედვით»