ტოპ 3 ფილმი პანდემიაზე, რომელიც უნდა ნახო!

0
უკვე გაიგებდით, რომ ახალი კორონავირუსი მსოფლიოს მოედო და ჩინეთის ქალაქ უხანში დაწყებული ეპიდემია ახლა 160-ზე მეტ ქვეყანაშია გავრცელებული და პანდემიური საფრთხეც კი მიიღო. თვითიზოლაციაში ან კარანტინში მყოფი მოსახლეობა გართობასა და დროის გაყვანას პაზლების აწყობით, წიგნების კითხვითა და ახალ-ახალი ექსპერიმენტებით ცდილობს, თუმცა გართობის კიდევ ერთი საოცარი საშუალება უნდა გაგანდოთ. კარგად მოკალათდით, პოპკორნი მოიმარაგეთ და ეპიდემიაზე საუკეთესო ფილმების სანახავად მოემზადეთ. მსოფლიოში ვირუსზე, კარანტინსა თუ ეპიდემიაზე მართლაც რომ ათასობით ფილმი გადაუღიათ, თუმცა საუკეთესო მათგან სულ რამდენიმეა. გთავაზობთ 5 ფილმს ეპიდემიაზე, რომელიც თითიზოლაციაში ან კარანტინში ყოფნისას აუცილებლად უნდა ნახოთ.

ინფიცირება

ხუთეულის პირველი ადგილი დაუფიქრებლად ფილმ „ინფიცირებას“ CONTAGION-ს უნდა დავუთმოთ. კინოინდუსტრიის ისტორიაში ეს ფილმი ერთ-ერთი ყველაზე რეალური სიუჟეტის მქონე ფილმია. მოქმედება ამერიკაში ვითარდება და ამოუცნობი ტიპის ვირუსი, გრიპის სიმპტომებით, მალე აინფიცირებს ჯერ ამერიკის მოსახლეობას, შემდეგ კი მსოფლიოს. სამედიცინო საზოგადოება ვირუსით გამოწვეული პანიკის შემცირებას ცდილობს, თუმცა ვაქცინის გამოგონებამდე ყველაფერი უსაფუძვლოა, პანდემიას ათასობით ადამიანი ეწირება, პანიკა კი ნელ-ნელა უფრო იზრდება.

მოვლენა

რა ემართება ადამიანს მაშინ, როდესაც მის ტვინში ვირუსი აღწევს? ფილმი „მოვლენა“ The Happening ამერიკაში დატრიალებულ მორიგ ტრაგედიაზეა, ნიუ-იორკში, "ცენტრალ პარკში" დაწყებული ქაოსი წამის მეასედებში მსოფლიო საფრთხედ იქცევა. ამოუცნობი ვირუსი ადამიანის ტვინში აღწევს და თავის მოკვლისკენ უბიძგებს მას. ბუნების მასწავლებელი, მისი მეუღლე და პატარა გოგონა ვირუსთან გამკლავებას ცდილობენ, თუმცა ყველაფერი არც ისე მარტივია... აღსანიშნავია ისიც, რომ ფილმი ცნობილი მწერლის, სტივენ კინგის რომანის მიხედვითაა შექმნილი.

მსოფლიო ომი Z

მსოფლიო ომი ბრედ პიტთად ერთად სრულიად სხვანაირი ყოფილა. ეპიდემიაზე გადაღებული მორიგი, საინტერესო და გამორჩეული ფილმი ჩვენი სიის მესამე საპატიო ადგილს იკავებს. „მსოფლიო ომი Z” World War Z იმ ფილმთა სიაშია, რომელიც აუცილებლად უნდა ნახოთ. გაეროს წარმომადგენელი ჯერი ლეინი მოულოდნელად ახალი საფრთხის წინაშე დადგება და ამერიკის ფედერალური ბიურო ჯერის დახმარებით ანტივირუსის მოძებნას იწყებს. ეპიდემია მსოფლიოს იპყრობს, ჯერიმ კი სამყარო აღსასრულისგან უნდა იხსნას, რაც დამეთანხმებით, რომ მარტივი არ არის.
0