ჰოსტელის რისკები

0

წყარო: მე მოგზაური

სისტემაში გამოქვეყნებული აპარტამენტების აბსოლუტური უმრავლესობა სანდოა, მაგრამ არიან უპასუხისმგებლო მფლობელებიც. მაგალითად მე მქონდა შემთხვევა, როდესაც ბინა დავჯავშნე, ფული გადავიხადე და თანხა იმწამსვე უკან დამიბრუნდა, იგივე განმეორდა მეორე მცდელობისას და შემდეგ მომივიდა ბინის პატრონის წერილი სადაც საიტზე გამოქვეყნებულ ფასებს შეცდომას უწოდებდა და დაჯავშნას ორჯერ უფრო ძვირად მთავაზობდა. ასეთებს ერიდეთ! კიდევ ერთი შემთხვევა ჯავშნის გაუქმებას უკავშირდება. airbnb-ს აქვს მკაცრი პოლიტიკა და რაც ბინის მფლობელებს თითქმის არ აძლევს ჯავშნის გაუქმების საშუალებას. ის ვინც ამას მაინც გააკეთებს მკაცრად ისჯება. მის გვერდზე გამოქვეყნდება ავტომატური შეტყობინება არაკეთილსინდისიერი საქციელის შესახებ, მეპატრონეს არ ექნება გაუქმებული დღეების გამოყენების საშუალება და ის დაჯარიმდება 50 დოლარით. ამიტომ ჯავშნის გაუქმების ალბათობა ნაკლებია. თავად მომხმარებელს კი თავისუფლად შეუძლია შეკვეთის გაუქმება ბინაში შესვლამდე 3 დღით ადრე. და თუ ეს რთულად მოგეჩვენებათ ეწვიეთ სასტუმროების ყველაზე დიდ საძიებელს: hotelscombined.com
#მოგზაურობა
#ახალიამბები
#travel
#travelling
0