0
ჩემი სოფლის პასტორალი, სულთ ალმუნის ნადებია, კლდეზე ჯიხვთა ნატორალი დაფლეთილი ბარდებია. იქ ბავშვობის ისმის ხმები, აქ , ჭანისწყლის ზვირთებია, დათოვლილი დიდი მთები სიყრმის წლებზე ფიქრებია... სულს შემორჩა უდარდელი, იმ მცირედით ნაამები და სიზმარი წუხანდელი- ცრემლით სავსე წამწამები... ალისფერი ჩვენი ბალი, ტყემლის თეთრად ნათოვლარი, ჯადოსნური სიტყვა , , ჯგალი", სიყვარულით ნაოფლარი. ვდგავარ, სადღაც ისევ ვფიქრობ შენზე, მოგონების სევდას ვეღარ ვფარავ, ხელებს ვაწვდენ უსასრულო მთებზე, თვალზე ცრემლებს მაინც ვეღარ ვმალავ.
Jgali
0