რა დაგვიჯდება კახისის ტბაზე 1 დღე-ღამის გატარება ?

0

სად მდებარეობს?

კახისის ტბა მდებარეობს თრიალეთის ქედის დასავლეთ კალთაზე, ბორჯომის მუნიციპალიტეტში. ზღვის დონიდან 1752 მ-ზე. კახისის ტბა საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და მონახულებადი ტბაა. სალაშქრო პერიოდი ტბაზე, გაზაფხულის მიწურულიდან ადრეულ შემოდგომამდე გრძელდება.

რას ვნახავ ?

კახისის ტბას გარშემო ნაძვნარი აკრავს, საპიკნიკე და საბანაკე ადგილები აქ მრავლადაა. შეშის მოპოვებაც არ წარმოადგენს დიდ პრობლემას, რადგან ირგვლივ სულ ტყეა. ტბასთან ახლოს ასევე არის საზაფხულო სოფელი დაბაძველი, სოფელთან არის სასმელი წყალიც. კახისის ტბასთან ახლოს არის კიდევ ორი ტბა, ჩიტოს და წეროს ტბა. ჩიტოს ტბა კახისის ტბიდან დაშორებულია 1კმ-ით, ხოლო წეროს ტბა 2კმ-ით. გზად ტყეში, ზაფხულში მრავლადაა კენკრა, ჟოლო და მაყვალი. ბილიკი ძალიან მარტივია და ნებისმიერ მსურველს შეუძლია აქ მოხვედრა.

რა დამიჯდება ამ ადგილზე 1 დღე-ღამის გატარება?

კახისის ტბის ნახვა, არც თუ ისე ძვირი დაგიჯდებათ. ფოტოებიდან გამომდინარე უკვე მარტივად მიხვდებით, რომ ეს ადგილი ნამდვილი პატარა სამოთხეა მათთვის ვინც მყუდრო ადგილს ეძებს განმარტოებისათვის! კახისის ტბამდე მისასვლელი გზა ბორჯომზე გადის. ბორჯომში წასვლა შეგიძლია, როგორც მატარებლით (მგზავრობის ღირებულება 2 ლარი) ასევე მიკრო ავტობუსით (მგზავრობის ღირებულება 5ლარი) ბორჯომიდან შეგიძლიათ მარშუტკით ან ტაქსით მიხვიდეთ ჭობისხევის გადასახვევთან(სავარაუდო ღირებულება 10 ლარი) დანარჩენი გზის გავლა კი ფეხით მოგიწევთ. რაც შეეხება დარჩენას თქვენ შეგიძლიათ იქირაოთ კარავი დღე-ღამეში ჯამურად 10 ლარად, ხოლო კვების ხარჯები შეგიძლიათ თავად გამოთვალოთ. საბოლოო ჯამში კახისის და მის მიმდებარედ მყოფი ტბების ნახვა შეგიძლიათ 30 ლარად კვების გარეშე. ჩემი აზრით ამ თანხის გადახდა ნამდვილად ღირს რათა მსგავსად საინტერესო და ლამაზი ადგილი იხილოთ.
სტატია მომზადებულია სპეციალურად FEEDC-თვის ინფორმაციული წყარო:
0