ქუჩის სენტიმენტები

0
ქუჩაში ხშირად გვხვდება წარწერები, მინაწერები და გრაფიტები. ზოგი თვლის, რომ ეს ვანდალიზმია, ზოგიერთი ადამიანისთვის ხანდახან შთაგონების წყაროც ხდება პატარა წარწერები კედლებზე.

რატომ წერენ კედლებზე

ყველა წარწერა ინდივიდუალურია, თავისი ხელნაწერითა და აზრით, ზოგიერთი ადამიანი ასე გამოხატავს საკუთარ თავს ან აპროტესტებს რამეს.
ზოგჯერ პატარა დიალოგებსაც ვხვდებით, ადრესატი ხანდახან პასუხობს წარწერითვე
ამ პოსტში თბილისურ და არა მარტო, წარწერებს გაგიზიარებთ რომლებიც ყოველდღე გვხვდება ქალაქია ქუჩებში
ზოგიერთ წარწერას თავისი ისტორია აქვს, ზოგი უბრალოდ თავის აზრსა და მდგომარეობას გამოხატავს ამ გზით
ამ წარწერის ტრაგიკული ისტორია ყველას კარგად გვახსოვს.. ესაა წარწერა, რომლის გამოც სკოლის მოსწავლეზე საქმე აღძრეს და შემდგომ მან თავი მოიკლა. წარწერა წაშლილია, თუმცა ამ სიტყვებს ქალაქის ქუჩებში ხშირად შეხვდებით, ან ვარიაციას “ამ სისტემის დედაც”. ადამიანებმა ამგვარად გააპროტესტეს ახალგაზრდის სიკვდილი.
ასევე ტრაგიკულ ისტორიას ინახავს თვალთან დაკავშირებული მინაწერები, რომლებიც 21 ივნისის ამბებს უკავშირდება, როცა აქციაზე სპეცნაზმელები ახალგაზრდებს დამიზნებით ესროდნენ და სამ მათგანს თვალში მოხვდა რეზინის ტყვია. ორმა ახალგაზრდამ თვალი დაკარგა.
ზოგიერთი წარწერა გამაფრთხილებელია.
ზოგი იმედგაცრუებული ან გულდაწვეტილი,
ყველა მათგანი თავის ისტორიას გვინახავს
ძალიან რომ არ დაგვეღალოს თვალი, დანარჩენ კადრებს ფოტო-კოლაჟად შემოგთავაზებთ
წარწერები ხშირად ნივთებზე: ნაგვის ურნებსა თუ მიტოვებულ ტრანსპორტზეც გვხვდება
ზოგიერთი მათგანი უბრალოდ ერთ სიტყვიანია
ზოგიერთ წარწერას სთრით-არტ ნახატიც ერთვის ან უბრალოდ ნახატზეა გადაწერილი
წყარო: facebook page - ქუჩის სენტიმენტები
“ამაზე” ჯარიმაც არის, დიახ, კანონით ეს წარწერები ვანდალიზმის მუხლით ისჯება, თუმცა, თავად გადაწყვიტეთ ეს ყველაფერი ვანდალიზმია, ქალაქის იერსახის შელახვა თუ უბრალოდ საკუთარი თავისა და პროტესტის გამოხატვის თავისუფლება.
პ.ს პოსტით არ ვახალისებ ადამიანებს, რომლებიც კედლებზე წერენ, ეს არაა საგმირო ამბავი.
ჰო, რამ გაგაბედნიერათ დღეს?
#ახალიამბები
#ხელოვნება
#სთრითარტი
#streetart
#ქუჩის
#სენტიმენტები
#ქუჩები
#ქუჩისსტილი
#ქუჩა
#ქუჩისხელოვნება
#თბილისისქუჩები
#გრაფიტი
0