Pfizer და BioNTech მათ ვაქცინას კორონავირუსის ახალ შტამზე შეამოწმებენ

0
კომპანიები - Pfizer და BioNTech, მათ მიერ წარმოებული ვაქცინის ეფექტურობას კორონავირუსის ახალი „ბრიტანული“ შტამის წინააღმდეგ გამოცდიან. აღნიშნულის შესახებ კომპანია BioNTech-ის ხელმძღვანელმა უგურ შაჰინმა განაცხადა. მისივე თქმით, არსებული ვაქცინა ასევე ეფექტური იქნება მუტაციური ვირუსის წინააღმდეგაც და უახლოეს კვირებში ეს შემოწმდება. აქვე, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებით, იმის მიუხედავად, რომ კორონავირუსის ახალი შტამი საერთაშორისო საზოგადოების შეშფოთებას იწვევს, არ არის პანიკის წარმოშობა აუცილებელი, რადგან არსებული სიტუაცია კონტროლიდან ჯერ არ გასულა. მომზადებულია რატი ერისთავის მიერ. #Pfizer #BioNTech #vaccine #new #type #virus #COVID19 #interworld
0