21 დეკემბრის კალენდარი..

11
🌘 მთვარის ოცდამერვე დღე, მეოთხე ფაზა🌘 გრიგორიანული კალენდარის 355 დღე, წლის დასრულებამდე დარჩა 10 დღე🎄🎄🎄

როგორი ადამიანები დაიბადნენ 21 დეკემბერს:

21 დე­კემ­ბერს და­ბა­დე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი, ბუ­ნე­ბით კო­მუ­ნი­კა­ბე­ლუ­რი­ე­ბი და აქ­ტი­უ­რე­ბი არი­ან. მათ აქვთ შე­სა­ნიშ­ნა­ვი ორა­ტო­რუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი, ამი­ტომ გარ­შე­მომ­ყოფ­თა დარ­წმუ­ნე­ბა სა­კუ­თარ სი­მარ­თლე­ში მათ­თვის ძალ­ზე მარ­ტი­ვი საქ­მეა. თუმ­ცა­ღა ას­ტრო­ლო­გე­ბის აზ­რით, სა­სურ­ვე­ლია ამ ადა­მი­ა­ნებ­მა სა­კუ­თარ თავ­ში არა­ვერ­ბა­ლუ­რი კო­მუ­ნი­კა­ცი­ის უნა­რიც გა­ნა­ვი­თა­რონ, სა­ი­მი­სოდ რომ ე.წ "ჟეს­ტე­ბის ენით" შეს­ძლონ გა­ცი­ლე­ბით უფრო დიდი წარ­მა­ტე­ბის მიღ­წე­ვა.

ვინ დაიბადა:

მაზაჩო იტალიელი მხატვარი.
ჰაინრიხ ბიოლი გერმანელი მწერალი.
ბენჯამინ დიზრაელი ინგლისელი სახელმწიფო მოღვაწე.

მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს:

ღირსი პატაპის ხსენებას. წმინდანი დაიბადა ქალაქ თებეში, კეთილმსახურ ქრისტიანთა ოჯახში. სრულწლოვანებას რომ მიაღწია, წმიდანმა ეგვიპტის უდაბნოს მიაშურა. მრავალი წლის შემდეგ წმიდა პატაპიმ ასკეტური ღვაწლით შორს გაითქვა სახელი და ურიცხვმა ხალხმა იწყო მასთან სიარული რჩევა-დარიგების სათხოვნელად. მაშინ ღირსი მამა, რომელიც მდუმარებას ეძიებდა, კონსტანტინოპოლში ჩავიდა და ვლაქერნის ტაძრის მახლობლად ქალაქის გალავანთან სენაკი მოიწყო. მალე პატაპის სახელი აქაც გახმიანდა. უფალმა თავის რჩეულს კურნებისა და ბოროტ სულთა განსხმის ნიჭი მიმადლა. ღირსი პატაპი ღრმა მოხუცებულობაში გარდაიცვალა.
წმიდა მოციქულთა ხსენებას: სოსთენი, აპოლო, კეფა, ტვიქიკე, ეპაფროდიტე, კესარიოსი და ონისიფორე, სამოცდაათთაგანნი, თორმეტი მოციქულის არჩევიდან რამდენიმე ხნის შემდეგ თავად უფალმა იესო ქრისტემ გამოარჩია და სახარების სიტყვის საქადაგებლად გაგზავნა (ლკ. 10, 1-24). შემდგომში ყველა მათგანი, გარდა ონისიფორესი, მშვიდობით მიიცვალა. ეკლესია სოსთენს, კეფას, კესარიოსსა და ეპაფროდიტეს 30 მარტსაც იხსენიებს და ცნობები მათ შესახებ ამ დღის საკითხავებშია ჩართული. წმიდა ტვიქიკე - პავლე მოციქულის მოწაფე და თანამგზავრი - მცირე აზიელი იყო. მოციქულთათავის პირველი პყრობილების დროს მისი ეპისტოლეები სწორედ ტვიქიკემ ჩაუტანა ეფესელებსა და კოლასელებს.
წმიდა ონისიფორემ მოციქულებრივი ღვაწლი ქალაქ პარიაში, ეფესოს მახლობლად მოწამეობრივად დაასრულა (მის შესახებ იხილეთ 7 სექტემბრის საკითხავებში).

დღის საკითხავი:

როგორც ცნობილია, დიდი ბრიტანეთის ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ პრემიერ-მინისტრს – ბენჯამინ დიზრაელს (1804-1881 წლები) ძალიან უყვარდა ფურისულასებრთა ოჯახის ულამაზესი ყვავილი – ფურისულა.  
ეს ფაქტი კარგად უწყოდა გაერთიანებული სამეფოს დედოფალმა ვიქტორიამ, რომელმაც მას შემდგომ, რაც დიზრაელი გარდაიცვალა, ბენჯამინის დაკრძალვაზე გაგზავნა ცოცხალი ფურისულას ასეულობით ყვავილისაგან დამზადებული უზარმაზარი გვირგვინი, წარწერით: “მისი საყვარელი ყვავილები”. გარდა ვიქტორიასი, დიზრაელის საფლავს ფურისულას ულამაზესი ყვავილებით ამკობდნენ ექს-პრემიერის ოჯახის წევრები, ნათესავები, მეგობრები და პოლიტიკური პარტნიორები.მოგვიანებით, დიზრაელის საყვარელი ყვავილი – ფურისულა ინგლისელი კონსერვატორების ერთ-ერთ ემბლემად იქნა მიჩნეული. – 
“მოქმედებას ყოველთვის არ მოაქვს ბედნიერება, მაგრამ ბედნიერება მოქმედების გარეშე არ მოდის.”

დიზრაელი

მშვიდობიან დღეს გისურვებთ💖💖💖
11