0
პირადად მე საერთოდ არ ვიზიარებ
#ამცხოვრებისდედაც
პათოსს. უდიდესი ტრაგედიაა ლუკას ოჯახის და მთლიანად საქართველოს თავს. თუმცა, ამ იდეის რომანტიზება, მაშინ როცა იგივე უსამართლობის შეგრძნებით ირგვლივ ამდენი გარდატეხის ასაკში მყოფი ბავშვია, კარგად დაფიქრებას და გაანალიზებას მოითხოვს. აქ ახალგაზრდები გულგრილობას ეწირებიან. საზოგადოებამ და პოლიტიკურმა კლასმა კი ცეცხლზე ნავთის დასხმის(და ზოგიერთი პარტიის შემთხვევაში პოლიტიკური ქულების დაწერის) ნაცვლად, სჯობს შეცდომებზე ისწავლოს და ირგვლივ მყოფ არასრულწლოვნებს საკუთარი გამოცდილება გაუზიაროს. ეს, როგორც მინიმუმ! მე არავინ ვარ, ვინმეს რაიმესკენ მოვუწოდო, მაგრამ იმის შეგრძნება რომ ეს უკანასკნელი შემთხვევა არ იქნება, როგორც იგივე საზოგადოების წევრს, მეტი მოქმედებისკენ მიბიძგებს. საშუალება რომ მქონოდა, სეხნიას აუცილებლად ვეტყოდი რომ განათლება მიეღო და საკუთარი ცოდნით თავად ეზრუნა ირგვლივ არსებული გარემოს შეცვლაზე. ეს არ და ვერ მოხდა! სამაგიეროდ, გამოცდილების გაზიარებას აზრი უკვე ლუკას თანატოლებთან, მსგავსი პრობლემების წინაშე მყოფ ადამიანებთან აქვს.
#გაუზიარეგამოცდილება
#გულგრილობაკლავს
0