0
განათლების სისტემა უნდა იყოს მუდმივად განახლებადი და არ უნდა მწნილდებოდეს ისე, როგორც ჩვენს სისტემას მოსდის. დღევანდელი სკოლა არაა თანამედროვე და ვერც იქნება, სანამ ორიენტირებულია ბავშვებისთვის უნარების დაკნინებასა და პირის წყლით გავსებაში. 12 წელი ჩვენი შეფასება ხდება 1-10 სკალირებით, და იმით თუ რამდენად კარგად იზეპირებ მათემატიკურ ფორმულებს ( რაც მე ნამდვილად მიჭირდა ), აი თუ ვერ იზეპირებ უნიათო ყოფილხარ. მშობლებს რომ ახარებთ ათიანები ეგეც მიკვირს, კარგი გავიგეთ 1-5 კლასში ბავშვისთვისაც და მშობლისთვისაც შეიძლება იყოს წახალისება მსგავსი სკალირება და სტიმული, მაგრამ მთელი 12 წელი? კარგია, მოდის თაობა რომელსაც შეუძლია დინების საწინააღმდეგოდ ცურვა და განსხვავებული აზრის დაფიქსირება. შეუძლია თქვას "არა!" როცა ამის საჭიროებაა. შეუძლია თამამად მისცეს საკუთარ თავს და საკუთარ შვილებს თავისუფალი განვითარების საშუალება თუკი სისტემა ვერ მოგვცემს ამას. თქვენც ისეთივე კმაყოფილები იქნებით თქვენი შვილის ათიანებით? ისევე შეაფასებსთ თქვენი შვილის ცოდნას? რა თქმა უნდა არა, იმიტომ რომ მეც და თქვენც თავად გვაქვს გამოვლილი ამ სისტემის უაზრობა. ლუკა, სწორედ ამ უნიათო და არაფრისმომცემმა სისტემამ მიიყვანა თვითმკვლელობამდე. პედაგოგებმა რომლებმაც არ იციან მათი რეალური, ფუნდამენტური დანიშნულება, გამომძიებელმა, რომელმაც დაკარგა სინდისი, და სამართალდამცავებმა რომელთაც დაკარგეს ადამიანობა. ამ ხალხმა დაკარგა ზნეობა მაშინ, როცა გადავიდნენ ზღვარს, დაავიწყდათ სამრთალი და შეცვალეს ის ძალადობრიობით, ზეწოლით, ფიზიკური და ფსიქოლოგიური შეურაცყოფით.
#ამცხოვრებისდედაც
#ამსისტემისდედაც
0