"შეაჩერეთ ამბასადორის უკანონო მშენებლობა“ - აქცია განათლების სამინისტროსთან

აჭარის ტელევიზია Ajara Tv

„შეაჩერეთ ამბასადორის უკანონო მშენებლობა“- ბულვარში 16 სართულიანი სასტუმროს მშენებლობის წინააღმდეგ მორიგი აქცია განათლების სამინისტროსთან გაიმართა. აქციის მონაწილეები აჭარის განათლებისა და კულტური მინისტრს მაია ხაჯიშვილისმშენებლობის შეჩერებასა და მშენებლობაზე გაცემულინებართვის ბათილად ცნობას სთხოვენ. მინისტრს შეუძლია გააუქმოს გადაწყვეტილება, რომელიც მიიღო სააგენტოს დირექტორმა, რამდენადაც მინისტრი გახლავთ სააგენტოს კულტურული მემკვიდრეობისდაცვის სააგენტოს ზემდგომი უწყება მისი გამოტანილი გადაწყვეტილების გაუქმების უფლება აქვს. გავაკარითბანერი, რომელიც ჩვენს პოზიციას გამოხატავს და მოვუწოდეთ მინისტრს, რომ მიიღოს სწორი და კანონიერი გადაწყვეტილება. - აცხადებს საზოგადოება 'ბათომის'საინიციატივო ჯგუფის წევრი შოთა გუჯაბიძე ბულვარის დამცველები მინისტრს ვადას პარასკევამდე აძლევენ, წინააღმდეგ შემთხვევაში საკითხზე „ბათომი“ და სასამართლო დავას დაიწყებს. ​'პარასკევს საჩივარი შევიდა, იმასთან დაკავშირებით, რომ არასწორი გადაწყვეტილება მიიღო და ნებართვა გაიცა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლში 16 სართულიანი სახლის მშენებლობის და ამას დაერქვა რეაბილიტაცია. თვითონ შენობის ფუნქცია შეცვლილია, ის იყო ბალნეოლოგიური ცენტრი და ახლა ის არის სასტუმრო რაც იმას ნიშნავს, რომ საერთოდ შეეცვალა ფუნქცია და ამაზე უნდა გაცემულიყო ახალი ნებართვა, თავიდან უნდა გაევლო ყველა ინსტანცია. თვითონ პროცესი თავიდანვე იყო სამართლებრივად არასწორად წარმართული. მივმართავთ, მინისტრს, რომ გააბათილოს ნებართვა და სანამ დავა გრძელდება 700 გვერდია იქ შეტანილი და პარასკევამდე აუცილებლად შეაჩეროს მშენებლობა. პარასკევამდე, იმიტომ რომ სასამართლოშიც შეჩერებისესეთ ნებართვებზე გადაწყვეტილებას, იღებენ ლოგიკურ სამ-ოთხ სამუშაო დღეში და ეს ვადა გადის პარასკევს.იქ 6 სართული უკვე აშენდა, ჩვენ სტრასბურგშიც, რომ მოვიგოთ სახელმწიფოს უწევს ამ თანხის გადახდა, რაც ინვესტორმა უკვე დახარჯა. ინვესტორი რჩევა მოგებული, ვაგებთ ჩვენ და სახელმწიფო' - აცხადებს 'დაიცავი ბათუმის ბულვარის' საინიციატივო ჯგუფის წევრი ირმა ზოიძე.